GE

პროფსასწავლებელში ჩაბარების მსურველთა ტესტირება 29 ოქტომბერს ჩატარდება

პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის საშემოდგომო მიღებისთვის ტესტირება 29 ოქტომბერს ჩატარდება.

პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელ ირინა წეროძის ჰანცხადებით, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ პროფესიულ პროგრამებზე ჯამში 9000–მდე ვაკანტური ადგილია გამოცხადებული და მსურველებს 100–ზე მეტ პროფესიულ პროგრამაზე შეუძლიათ დარეგისტრირება.

როგორც EDU.ARIS.GE-ს განათლების სამინისტროში განუცხადეს, ამ ეტაპისთვის 9000–მდე აპლიკანტია დარეგისტრირერბული. რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ საბაზო განათლების მქონე პირებს, მათ ვისაც 9 კლასი აქვს დამთავრებული. რაც შეეხება ასაკის ზედა ზღვარს, ამ მხრივ შეზღუდვა არ არის.

პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მსურველთა რეგისტრაცია 4 ოქტომბერს დაიწყო და 15 ოქტომბერს დასრულდება.

“15 ოქტომბერს დასრულდება რეგისტრაციის პროცესი და შემდეგ ჩვენ ვემზადებით ტესტირებისთვის. ტესტირება ჩატარდება 29 ოქტომბერს, თუმცა იქამდე ყველა აპლიკანტი საკუთარ მობილურ ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინების ფორმით მიიღებს საგამოცდო ბარათის ნომერს. საგამოცდო ფურცლის ფლობა ტესტირებაზე გასვლისთვის აუცილებელია. პრეტესტი აპლიკანტებისთვის 28 ოქტომბერს ჩატარდება”, – განაცხადა ირინა წეროძემ გადაცემაში “გამოცდებიდან გამოცდებამდე”.

ტესტირებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ელექტრონული ფორმით ჩაატარებს.

პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაციის ვადები, ტესტირების ნიმუშები და პროგრამები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური