GE

პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში კონფერენცია გაიმართა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ მონაწილე კონსულტანტ-მასწავლებელთა ინიციატივითა და ქ. თერჯოლის მოსწავლე-ახალგაზრდობის მუნიციპალური ცენტრის მხარდაჭერით ჩატარდა კონფერენცია სახელწოდებით “არაფორმალური განათლება”.

კონფერენცია მიზნად ისახავდა პედაგოგებს შორის გამოცდილების გაზიარებას, საკუთარ პრაქტიკულ საქმიანობაზე დაკვირვებას, პრაქტიკული გამოცდილების დოკუმენტური ასახვის უნარისა და კოლეგების მხრიდან უკუკავშირის მიღებას.

კონფერენციაზე პრეზენტაციაბით წარსდგნენ სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული პროგრამის კონსულტანტ-მასწავლებლები, ისეთი მნიშვნელოვანი თემებით როგორიცაა: “არაფორმალური განათლების გააზრება სასკოლო განათლების თანამედროვე ასპექტების გათვალისწინებით”, “კვლევითი პრაქტიკა პედაგოგთა საქმიანობაში”, “სახალისო ფიზიკის წრის მუშაობა”, ” შენიშვნები ფიზიკის ამოცანების შედგენისათვის”, “გოგონების გაძლიერება საფეხბურთო წრეებში მათი მონაწილეობით”, „ფერების სწავლება დაწყებით საფეხურზე” და სხვა.

„კონფერენციაზე მიღებული ცოდნა და გამოცდილება პედაგოგებს დაეხმარებათ პროფესიულ განვითარებაში, პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესებაში, ახალი მიდგომებისა და უნარჩვევების შეძენაში და სქემის ფარგლებში კარიერულ წინსვლაში“ – განაცხადა პროგრამის მენეჯერმა ლალი წიკლაურმა.

პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ 2009 წლიდან წარმატებით ხორციელდება. პროგრამის მიზანია კვალიფიციური კადრების მოზიდვის გზით, სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობა და განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა საქართველოს მაღალმთიანი რეგიონებისა და ბარის შორეულ სკოლებში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური