პროკურატურამ სკოლის ფულის მითვისების ფაქტზე ყოფილი ბუღალტერი დააკავა

„სკოლის საბანკო ანგარიშიდან საკუთარ ანგარიშზე გადარიცხა და მიითვისა დიდი ოდენობით – 142 629,7 ლარი, რომელიც აზარტულ თამაშებში და სხვადასხვა კომერციულ და გასართობ ობიექტებში გამოიყენა“, – ასეთია გამოძიებით დადგენილი გარემოება ადიგენის მუციციპალიტეტის სოფელ დარცელის საჯარო სკოლის ყოფილი ბუღალტერის შესახებ, რომელიც საქართველოს პროკურატურამ დააკავა.
როგორც პროკურატურის მიერ 18 მაისს გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, გამოძიება განათლების სამინისტროს მიმართვის საფუძველზე დაიწყო და საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ სოფელ დერცელის საჯარო სკოლის ყოფილი ბუღალტერი 2019-2021 წლებში, სკოლის საბანკო ანგარიშიდან თანხებს საკუთარ ანგარიშზე რიცხავდა.
სკოლის ყოფილ ბუღალტერს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებას და დიდი ოდენობით ფულადი თანხის მითვისებას ედავებიან, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
-
ბავშვის დაცვის გზამკვლევი ციფრული გარემოდან მომდინარე საფრთხეებისთვის by ინფოLIFE
-
მანდატურების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა – ვის მოუწევს თანხის გადახდა ახალი შეზღუდვების მიხედვით by ინფოLIFE
-
სახალხო დამცველი: ქვეყანაში 235 252 სოციალურად დაუცველი ბავშვია ამ დრომდე არ არსებობს მათი სიღარიბის, შრომის შემცირების სტრატეგია by ინფოLIFE