GE

ქართული ვიკიპედიის ლოგო 1 კვირის მანძილზე უკრაინის დროშის ფერებში შეიღებება

ქართული ვიკიპედია უკრაინის მოსახლეობის მხარდასაჭერად საკუთარ ლოგოს ერთი კვირის განმავლობაში ყვითელ და ლურჯ ფერებში შეღებავს. ამის შესახებ ქართული ვიკიპედიის ადმინისტრაცია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“ქართული ვიკიპედიის რედაქტორთა გადაწყვეტილებით, 25 იანვრიდან, ერთი კვირის განმავლობაში, ვიკიპედიის ქართულენოვანი განყოფილების სტანდარტული ლოგო შეიცვლება უკრაინის ეროვნული დროშის ფერებში შესრულებული ლოგოთი.

ქართული ვიკიპედია მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს, გმობს ყოველგვარ ძალადობას. იმედს ვიტოვებთ, ყველაფერი მშვიდობიანად გადაწყდება, უკრაინელთა ინტერესების გათვალისწინებით. ამავე დროს, ვიკიპედიის ქართულენოვანი განყოფილების ადმინისტრაცია და რედაქტორები მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინელ კოლეგებს და მიგვაჩნია, რომ რადას მიერ მიღებულ და უკრაინის პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ ხელმოწერილ კანონს 721 –VII, შეუძლია სერიოზული ზიანი მიაყენოს თავისუფალ და ღია ინტერნეტსივრცეს უკრაინაში, მათ შორის ვიკიპედიას.”

 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური