GE

ქართულ უნივერსიტეტში 2019 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის მობილობა გამოცხადდა – ვაკანტური ადგილების სია

ქართულ უნივერსიტეტში 2018-2019 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის მობილობა გამოცხადდა.

იხილეთ 2018-2019 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობის წესით ჩასარიცხი სტუდენტების ვაკანტური ადგილები:

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლა

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები:

  • სამართალი – 25 ადგილი
  • საერთაშორისო ურთიერთობები და რეგიონალური პროცესები – 20 ადგილი
  • ისტორია – 5 ადგილი
  • ქართული ფილოლოგია – 5 ადგილი

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე

  • სამართალი – 10 ადგილი
  • საჯარო მმართველობა – 10 ადგილი

ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა:   

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები:

  • ტურიზმის ბიზნესი – 15 ადგილი
  • ეკონომიკა – 15 ადგილი
  • ფსიქოლოგია – 15 ადგილი
  • კომპიუტერული მეცნიერება – 15 ადგილი;

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე

  • სოციალური განწყობის ფსიქოლოგია – 15 ადგილი

შენიშვნა: სწავლის წლიური საფასური ყველა საგანმანათლებლო პროგრამაზე, გარდა სამართლის და საჯარო მმართველობის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებისა შეადგენს 2250 ლარს, ხოლო სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

  • სამართალი – 2450 ლარს
  • საჯარო მმართველობა  – 2350 ლარს

2018-2019 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრში მობილობის პროცესის ადმინისტრირების ვადები:

  • მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება)  – 2019 წლის  4-11 თებერვალი
  • კრედიტების აღიარებისა და გასაუბრების კომისიების მუშაობა და დასკვნების მომზადება –  2019 წლის 5-12 თებერვალი
  • სტუდენტების ინფორმირება  აღიარებული კრედიტების თაობაზე და მათი თანხმობის/უარის წერილობითი  დადასტურება – 2019 წლის 6-13 თებერვალი
  • მობილობის ფარგლებში გადმოყვანის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება და წარდგენა  სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში – 2019 წლის 14 თებერვალი

მობილობის წესით გადმოსვლის მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

  • განცხადება (ივსება ადგილზე);
  • სრული ზოგადი/უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისთვის);
  • სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის (ჩარიცხვის ბრძანება, სტატუსის შეჩერება, აღდგენა და სხვ.) ასლი   ან   მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული); მაგისტრანტებისათვის – ინფორმაცია საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარებული ტესტის ტიპის შესახებ;
  • სტუდენტის სასწავლო ბარათის ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული);
  • სახელმწიფო/სოციალური გრანტის მქონე სტუდენტებმა  ცენტრის მიერ გაცემული ცნობა გრანტის გადმოტანის შესაძლებლობის, ოდენობის (ლარში) და დაფინანსების პერიოდის მითითებით;
  • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების (არსებობის შემთხვევაში) ცენტრის მიერ აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

იხილეთ ბრძანება 2-ს: ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდირა პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობის ვაკანსიებისა და ადმინისტრირების ვადების განსაზღვრის შესახებ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური