GE

ქართულ უნივერსიტეტში მოსწავლეთა პირად-გუნდური საგნობრივი ოლიმპიადა იწყება

2019 წლის 18-19 მაისს ქართული უნივერსიტეტის თასისა და მედლების მოსაპოვებლად ტარდება მოსწავლეთა IX პირად-გუნდური საგნობრივი ოლიმპიადა.

  • ქართულ ენასა და ლიტერატურაში – II – XI კლასელთათვის
  • მათემატიკაში – II – XI კლასელთათვის
  • ინგლისურ ენასა და ლიტერატურაში – III – XI კლასელთათვის
  • ისტორიაში – VII – XI კლასელთათვის

გამარჯვებულ მოსწავლეებს და გუნდებს გადაეცემათ ქართული უნივერსიტეტის საპატიო თასები, ვიმპელები, მედლები, დიპლომები, გამორჩეული ჯილდოები.

საგანში უმაღლესი შეფასების მქონე პირს გადაეცემა პერსონალური კომპიუტერი. დაჯილდოვდებიან მაღალი შედეგების მქონე მოსწავლეებიც.

ოლიმპიადის ორგზის (პირად ასპარეზობაში) გამარჯვებულ მე-11 კლასელებს, თუ ისინი მომავალში ქართული უნივერსიტეტის სტუდენტები გახდებიან, I სემესტრში დაენიშნებათ სტიპენდია 50 ლარის ოდენობით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტის აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი წინა სემესტრში თითოეულ სასწავლო საგანში იქნება 81 ქულა და მეტი, დაუფინანსდება სწავლის სემესტრული გადასახადის 15%. ქართული უნივერსიტეტი ანალოგიურ შეღავათს ჰპირდება ამ ოლიმპიადების გამარჯვებულ ყველა მე-11 კლასელს, რომლებმაც მე-10 კლასშიც გაიმარჯვეს პირად ასპარეზობაში. თუ დასახელებულ გამარჯვებებს დაემატება ნებისმიერ წლებში მოპოვებული სამი პირადი გამარჯვებაც, სტუდენტი მიიღებს დასახელებულ სტიპენდიას პირველ სემესტრში, ხოლო ყოველ მომდევნო სემესტრში სწავლის სემესტრული გადასახადის 20%-იან შეღავათს (თუ სტუდენტის აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი წინა სემესტრში თითოეულ სასწავლო საგანში იქნება 81 ქულა და მეტი).

ყოველ მოსწავლეს თითოეულ საოლიმპიადო საგანში მიეცემა ერთი დავალება. მოსწავლის მიერ შესრულებული ერთი ნაშრომი მონაწილეობს პირად ასპარეზობაში და, ამავდროულად, მოსწავლის სურვილის შემთხვევაში, გუნდურ ასპარეზობაშიც. ყოველი გუნდი ერთი და იმავე პედაგოგის ორი მოსწავლით იქმნება. გუნდის შედეგი მისი წევრების შეფასებათა ჯამს წარმოადგენს. ერთი გუნდის წევრები მუშაობენ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. მოსწავლის შედეგი ჩაითვლება, როგორც პირად შეფასებად, ასევე შევა მისი გუნდის გუნდურ შეფასებაში. ამრიგად, მოსწავლე ერთი ნაშრომით ოლიმპიადის ორგზის გამარჯვებული შეიძლება გახდეს.

ოლიმპიადა დასახელებულ საგნებში ჩატარდება მხოლოდ ერთ ტურად და დაიგეგმება ისე, რომ ყოველ მოსწავლეს, სურვილის შემთხვევაში, შეეძლება საკუთარი ცოდნისა და უნარების წარმოჩენა რამდენიმე საგანში.

ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველები, 2019 წლის 16 მაისის ჩათვლით, დარეგისტრირდით მისამართზე: olimpiada.sangu.edu.ge

ოლიმპიადის საორგანიზაციო საკითხების შესახებ ინფორმაციას რეგულარულად მიიღებთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე, ან თავად უნივერსიტეტში.

გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართება ქართულ უნივერსიტეტში (თარიღი გამოქვეყნდება მოგვიანებით უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე).

ოლიმპიადაში მონაწილეობა ფასიანია – თითოეულ საგანში მონაწილეობის ღირებულება 15 ლარია.

გადახდა შესაძლებელია თი-ბი-სი ბანკში, ან სხვა ნებისმიერ საბანკო დაწესებულებაში.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ელ. ფოსტა: info@sangu.edu.ge
ტელეფონები: 2 25 00 77; 2 25 81 46; 2 25 82 43.

ჩვენი რეკვიზიტებია:
მიმღების ბანკი / BENEFICIARY’S BANK: ს.ს. “თიბისი ბანკი” / JSC TBC BANK
ბანკის კოდი / BANK CODE: TBCBGE22
მიმღების ანგარიში / BEN’S IBAN: GE92TB7488036020100005
მიმღების სახელი / NAME OF BENEFICIARY: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი/ Saint Andrew the First-Called Georgian University of the Patriarchate of Georgia

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური