GE

ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული რესურსი მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის და მისი გამოყენების ვიდეოინსტრუქცია გამოქვეყნდა

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ, 8 დეკემბერს, მოსწავლეებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული რესურსი და გამოყენების ვიდეოინსტრუქცია გამოქვეყნდა.

ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული რესურსი

გამოყენების ვიდეოინსტრუქცია

როგორც სისტემა განმარტავს, ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული რესურსი შექმნილია იმისთვის, რომ შესაბამისი საკითხებით დაინტერესებულმა ადამიანებმა შეძლონ ქართულის ენის ძირითად წესებში გარკვევა და ცოდნის გამტკიცება. რესურსი მოიცავს ძირითადი გრამატიკული საკითხების თეორიულ მასალას, სხვადასხვა ტიპის ინტერაქციულ სავარჯიშოებს, განმარტებით ვიდეოებსა და ჩეთბოტს.

საგანმანათლებლო რესურსი შეესაბამება ქართული ენისა და ლიტერატურის საგნის საბაზო საფეხურის ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემულ გრამატიკულ საკითხებს. პლატფორმა შექმნილია საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის, თუმცა მისი გამოყენება შეუძლია ნებისმიერ მომხმარებელს.

რესურსით სარგებლობა შესაძლებელია როგორც საგაკვეთილო პროცესში, ასევე მის გარეთ. მასწავლებლის სტატუსის მქონე მომხმარებელს სისტემა საშუალებას აძლევს, ელექტრონული ფოსტით მოიწვიოს მოსწავლეები და გააერთიანოს კლასებად.

ასევე იხილეთ:

ყველა კითხვა და ყველა პასუხი სკოლის ელექტრონული ჟურნალის შესახებ ნებისმიერი მომხმარებლისთვის

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური