GE

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის II სესიაზე აბიტურიენტთა 3% არ გამოცხადდა

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მეორე სესიაზე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტების 3% არ გამოცხადდა. აღნიშნული ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა.

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ორი სესია ხვალ ჩატარდება. 3 ივლისიდან კი აბიტურიენტები ზოგადი უნარების გამოცდას ჩააბარებენ.

რა საკითხები შეხვდათ ქართულის გამოცდაზე პირველი სესიის აბიტურიენტებს – გამოცდები 2019

რა საკითხები შეხვდათ აბიტურიენტებს ქართულის გამოცდის II სესიაზე – გამოცდები 2019

ცნობისთვის, 2019 წელს ეროვნული გამოცდებისთვის განხორციელებული ცვლილების მიხედვით, წელს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ტესტში მოცემულია მხოლოდ 3 დავალება: ტექსტის რედაქტირება (მაქსიმალური 16 ქულა), არგუმენტირებული ესე (მაქსიმალური 24 ქულა) და მხატვრული ტექსტის ანალიზი (მაქსიმალური 30 ქულა). ასე რომ, წინა წელთან შედარებით 2019 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტს მოაკლდება 15-ქულიანი არჩევითპასუხებიანი დავალება (წაკითხულის გააზრება), მხატვრული ტექსტის ანალიზს კი დაემატება 5 ქულა; შესაბამისად, საგამოცდო ტესტი იქნება 70-ქულიანი და არა 80-ქულიანი, როგორც ეს წინა წლებში იყო.

ერთიანი ეროვნულ გამოცდებზე წელს 41 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა, რომლებიც საქართველოს მასშტაბით 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრში არიან გადანაწილებულნი.

შეგახსენებთ, 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 1-ლ ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო.10 ივლისიდან გამოცდებში პრაქტიკოსი მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები ჩაერთვებიან, ხოლო სტუდენტთა საგრანტო კონკურსი 5 ივლისს ჩატარდება. 17-24 ივლისს კი გამოცდები მაგისტრობის მსურველთათვის გაიმართება.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური