GE

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა – გამოცდები 2019

2019 წლის ერთიანი ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ტესტების შედეგები გამოქვეყნდა. შედეგების ნახვა აბიტურიენტებს როგორც ვებგვერდის, ისე SMS-ის საშუალებითაც შეუძლიათ. სისტემაში შესასვლელად აპლიკანტმა შესაბამის ველში უნდა მიუთითოს პირადი ნომერი და საიდენტიფიკაციო ნომერი. შედეგებთან ერთად იქნება განთავსებული აბიტურიენტის ნაშრომის ასლი და მიღებული ქულა.

იხილეთ შ ე დ ე გ ე ბ ი

რაც შეეხება მოკლეტექსტური შეტყობინებით ქულის გაგებას, აბიტურიენტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საიდენტიფიკაციო კოდი (ბარათზე მითითებული ცხრა ნიშნა რიცხვი) უნდა გაგზავნოს ნომერზე 93 333 (საფასური 50 თეთრი ჩამოიჭრება ანგარიშიდან).

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდი სტატისტიკური ანალიზი აპელაციის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება. დანარჩენი გამოცდების შედეგების გამოქვეყნება ეტაპობრივად მოხდება. გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ცნობით, შედეგები შემდეგი კვირის ბოლომდე ვებგვერდზე სრულად დაიდება, ხოლო  სტატისტიკური ანალიზი ვებგვერდზე აპელაციის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ განთავსდება.

რაც შეეხება აპელაციას, ეს პროცესი მას შემდეგ დაიწყება რაც ყველა საგნის ქულა გამოქვეყნდება. სააპელაციო განაცხადების მიღება ელექტრონულად იქნება შესაძლებელი გამოცდების ცენტრის ოფიციალური გვერდიდან. აპელაციის საფასური 50 ლარია.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური