GE

ქართული უნივერსიტეტი მასწავლებელთა მომზადების ერთწლიან პროგრამაზე მიღებას აცხადებს – ვადები და პროცედურები

საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი მასწავლებელთა მომზადების ერთწლიან პროგრამაზე მიღებას აცხადებს.

მასწავლებლობის მსურველებს ეძლევათ შესაძლებლობა, ისწავლონ სრულიად უფასოდ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების თანახმად, პროგრამაზე ჩარიცხული 50 პირი ისარგებლებს სახელმწიფო გრანტით და სრულად დაუფინანსდება სწავლა. გარდა ამისა დამატებით კიდევ 20 ადგილზე მსურველებს სწავლის შესაძლებლობა ექნებათ თვითდაფინანსებით, რომელშიც 20%-იან თანამონაწილეობას მიიღებს ქართული უნივერსიტეტი.

პროგრამის კურსდამთავრებული მოიპოვებს მასწავლებლის სერთიფიკატს და მასწავლებლად დასაქმების უფლებას შემდეგი საგნობრივი მიმართულებებით:

  • ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო და საშუალო საფეხური)
  • მათემატიკა (საბაზო და საშუალო საფეხური)
  • ისტორია (საბაზო და საშუალო საფეხური)
  • ფიზიკა (საბაზო და საშუალო საფეხური)
  • ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური)
  • ქიმია (საბაზო და საშუალო საფეხური)
  • ბიოლოგია (საბაზო და საშუალო საფეხური)

პროგრამის ლექტორებად მოწვეულნი არიან საქართველოში საუკეთესო სპეციალისტები, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ზოგადი პედაგოგიური მეთოდოლოგიის და საგნობრივი მიმართულების ექსპერტ-კონსულტანტები, რომლებიც მასწავლებელთა სახლის პროექტის ფარგლებში ახორციელებდნენ საქართველოში მასწავლებელთა და დირექტორთა გადამზადების პროგრამას;

დასაქმებული სტუდენტებისათვის გათვალისწინებულია მაქსიმალურად მოქნილი სასწავლო გრაფიკი;

პროგრამა გთავაზობთ მრავალფეროვან სასკოლო პრაქტიკას სხვადასხვა პროფილის სკოლებში;

უნივერსიტეტს აქვს საუკეთესო ინფრასტრუქტურა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით აქტიურად გამოიყენება თანამედროვე, რეალური და ვირტუალური ლაბორატორიები;

საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

პროგრამაზე დაიშვება ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის ბაკალავრის/მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს შეფასებისა და გამოცდების ერონული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდით.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდის ჩაბარების შემდეგ კონკურსანტი აბარებს შიდა საუნივერსიტეტო გამოცდას გასაუბრების სახით, რომლის საკითხები და შეფასების კრიტერიუმები გამოცდამდე გონივრული ვადით ადრე ქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე.

გასაუბრებაზე კონკურსანტი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • მოტივაცია;
  • ესგ-ს ცოდნა შესაბამისი საგნობრივი მიმართულებით;
  • გამოცდილება;
  • სიახლეებისადმი მზაობა და მიმღებლობა;
  • კომპიუტერული უნარ-ჩვევები;
  • დამატებითი კრიტერიუმი თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში: საგნობრივი გამოცდის შეფასება (%)
  • პროგრამაზე მიღების პროცედურები და ვადები განისაზღვრა შემდეგნაირად:

სწავლების ენა: ქართული
სწავლის ხანგრძლივობა: ერთი სასწავლო წელი
კრედიტების რაოდენობა: 60 ECTS კრედიტი
პროგრამის ხელმძღვანელი: ზურაბ ბერია
მობილური: 577 315 594;
ელ. ფოსტა: zurabberia@gmail.com

პროგრამაზე აპლიკანტთა რეგისტრაციის ვადა: 17-21 სექტემბერი
გასაუბრების ვადა: 23 და 24 სექტემბერი, 10:00 საათი (ქართული უნივერსიტეტის I კორპ. აუდიტორია #201; მის.: ი. ჭავჭავაძის 53ა)

შედეგების გამოცხადება და აპლიკანტებთან ხელშეკრულების გაფორმება: 26-27 სექტემბერი
პროგრამაზე ჩარიცხვის შესახებ ბრძანების გამოცემა: 30 სექტემბერი

რეგისტრაციისას წარმოსადგენი დოკუმენტები:

  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • ბაკალავრის/მაგისტრის და/ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომი შესაბამისი დანართით) ასლი;
    შესაბამისი საგნის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • 2 ფოტოსურათი (3×4) და შესაბამისი ელექტრონული ვერსია, CD-ზე ჩაწერილი;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაჟებისთვის).

პროგრამაზე სწავლის მსურველებს, გთხოვთ რეგისტრაციისთვის მობრძანდეთ უნივერსიტეტში 17-21 სექტემბერს, 10:00-დან 18:00 საათამდე (ქართული უნივერსიტეტის I კორპ. აუდიტორია #201; მის.: ი. ჭავჭავაძის 53ა) ან დარეგისტრირდეთ ელექტრონულად ბმულზე. ელექტრონული რეგისტრაციის შემთხვევაში საბუთების ელ.ვერსია გადმოაგზავნეთ მისამართზე: zurabberia@gmail.com

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური