GE

ქართული უნივერსიტეტის შეთავაზება მობილობის მსურველ სტუდენტებს 2017 წლისთვის

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი აცხადებს 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობას შემდეგ  ვაკანტურ ადგილებზე:

  • ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის სკოლაში (ფაკულტეტზე):
  • ფინანსები და საბანკო საქმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე – 5 ადგილი
  • ეკონომიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე – 5 ადგილი
  • ტურიზმის ბიზნესის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე –5 ადგილი
  • მენეჯმენტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე – 10 ადგილი
  • სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში (ფაკულტეტზე):
  • ფსიქოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე – 10 ადგილი
  • სოციალური მუშაობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე – 30 ადგილი
  • ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე – 10 ადგილი
  • სოციალური და განწყობის ფსიქოლოგიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე – 15 ადგილი

შენიშვნა:  ზემოთ აღნიშნულ პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვის წინაპირობაა კომისიის მიერ მობილობის მსურველთან გასაუბრება. მისი ცოდნისა და უნარების საგანმანათლებლო პროგრამასთან თავსებადობის დადგენის მიზნით.

  • ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლაში (ფაკულტეტზე):
  • სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე – 30 ადგილი
  • საერთაშორისო ურთიერთობები და რეგიონალური პროცესების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე – 10 ადგილი
  • ისტორიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე – 5 ადგილი
  • ფილოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე – 5 ადგილი
  • ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე – 5 ადგილი
  • ინფორმატიკის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სკოლაში (ფაკულტეტზე):
  • მათემატიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე – 5 ადგილი
  • ინფორმატიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე – 10 ადგილი
  • გამოყენებითი ეკოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე – 10 ადგილი
  • მათემატიკის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე – 5 ადგილი
  • საინფორმაციო ტექნოლოგიები და კომპიუტერული მოდელირების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე – 5 ადგილი

მობილობის პირველ ეტაპზე სტუდენტი რეგისტრირდება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე 25 ივლისიდან 17 აგვისტოს 18:00 საათამდე  http://eqe.gov.ge/geo/static/39/rules–procedures

სტუდენტი, რომელიც მობილობის შედეგებით მოიპოვებს ქართულ უნივერსიტეტში  ჩარიცხვის უფლებას, ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია 21  აგვისტოდან  5 სექტემბრის ჩათვლით და  უნივერსიტეტში წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

  • განცხადება (ივსება ადგილზე – ქართული უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის რეგულირებისა და სტრატეგიული განვითარების სამსახურში, ოთახი # 103)
  • სრული ზოგადი/უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისთვის)
  • სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის (ჩარიცხვის ბრძანება, სტატუსის შეჩერება, აღდგენა და სხვ.) ასლი ან ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული); მაგისტრანტებისთვის – ინფორმაცია საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარებული ტესტის ტიპის შესახებ.
  • სტუდენტის სასწავლო ბარათის ასლი ან ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული)
  • სახელმწიფო/სოციალური გრანტის მქონე სტუდენტმა – სსიპ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული ცნობა გრანტის გადმოტანის შესაძლებლობის, ოდენობის (ლარში) და დაფინანსების პერიოდის მითითებით.
  • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების (არსებობის შემთხვევაში) ცენტრის მიერ აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი.
დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური