GE

ქართველი და ევროკავშირის ქვეყნების სტუდენტების სწავლის საფასურის გათანაბრების საკითხი პრეზიდენტმა ბრიუსელში დააყენა

შესაძლებელია ევროკავშირში სწავლისას ქართველი სტუდენტების სწავლის გადასახადი ევროკავშირის წევრი ქვეყნების სტუდენტებისთვის განკუთვნილ ტარიფებს გაუთანაბრდეს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის დროს,  ევროპარლამენტის პრეზიდენტ დავიდ სასოლისთან ისაუბრა.

შეხვედრაზე პრეზიდენტმა ერთ-ერთ მთავარ საკითხად ქართველი და ევროკავშირის ქვეყნების სტუდენტებისათვის სწავლის საფასურის გათანაბრების საკითხი დააყენა, რათა ქართველ სტუდენტებს ევროკავშირში სწავლისას ჰქონდეთ ისეთი ტარიფებით სარგებლობის უფლება, რომლითაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების სტუდენტები სარგებლობენ. სალომე ზურაბიშვილმა თხოვნით მიმართა ევროპარლამენტის პრეზიდენტს, ამ გადაწყვეტილების მიმღებ შესაბამის ინსტანციებს რეკომენდაციით მიმართოს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური