GE

ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში აჭარის რეგიონში მოსწავლის კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსი ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეს დაუდასტურდა.

როგორც ცნობილია მოსწავლე ბოლო რამდენიმე დღე სკოლაში არ დადიოდა, ამიტომაც კლასში ვირუსის გავრცელების საფრთხე მინიმალურია. თვითიზოლაციაში მხოლოდ მოსწავლის ოჯახის წევრები იმყოფებიან.

საკლასო ოთახში სწავლის განახლებიდან დღემდე, აჭარაში კორონავირუსის სულ 4 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან ერთი შემთხვევა მასწავლებელს უკავშირდება, 3 კი – მოსწავლეებს.

აჭარაში საკლასო ოთახებში სწავლა პირველ თებერვალს განახლდა, სწავლის განახლებიდან მეათე დღეს სკოლებმა ახალი რეკომენდაციები მიიღეს, ერთ-ერთი რეკომენდაციის მიხედვით, სკოლაში უფროსკლასელები ვალდებული არიან ატარონ პირბადე.

წყარო: batumelebi.netgazeti.ge

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური