GE

ქობულეთში ექვს მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ქობულეთში, ზედა სამების საჯარო სკოლაში, 6 პედაგოგს კოვიდი დაუდასტურდა.

მათი ცნობით, ერთ-ერთ მასწავლებელს გუშინ, 24 თებერვალს, გეგმიური ტესტირება ჩაუტარდა და დაუდასტურდა კოვიდი. კონტაქტების გადამოწმების შემდეგ კი კორონავირუსი დღეს, 25 თებერვალს, ამავე სკოლაში კიდევ 5 პედაგოგს აღმოაჩნდა.

სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა. ხვალიდან სკოლა დისტანციური სწავლების ფორმატზე გადავა.

როგორც ქობულეთის რესურსცენტრში აცხადებენ, აღნიშნულ სკოლაში მოსწავლეების ინფიცირების შემთხვევა ამ დრომდე არ გამოვლენილა. ჯანდაცვის პროტოკოლის მიხედვით, იტესტებიან მხოლოდ მასწავლებლები და არა მოსწავლეები. მოსწავლეებს ტესტირება მხოლდ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში უტარდებათ.

წყარო: batumelebi.netgazeti.ge

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური