GE

ქუთაისის დაუსრულებელი ტექნოლოგიური უნივერსიტეტისთვის სახელის გადარქმევის საკითხს, კომიტეტმა მხარი დაუჭირა

პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის სხდომაზე მესამე მოსმენით მხარი დაუჭირეს საკითხს, რომელის თანახმადაც ქუთაისში მშენებარე, აქამდე ცნობილ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს ოფიციალურად ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი დაერქმევა.

კომიტეტის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილეს კანონპროექტები „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“.

აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი კომიტეტს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ნათია მიქელაძემ წარუდგინა. კანონის პროექტის თანახმად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის ტექსტში სსიპ – ტექნოლოგიური ინსტიტუტი სსიპ – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტით იცვლება. მომხსენებლის განცხადებით, მეორე მოსმენაზე გამოთქმული შენიშვნები კანონპროექტებში გაზიარებულია.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური