GE

ქუთაისის სამ საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი კორონავირუსის მიზეზით ვერ განახლდა

ქვეყნის მასშტაბით სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დღეიდან სააღმზრდელო პროცესი განახლდა. სასწავლო პროცესს ვერ შეუერთდა ქუთაისის სამი ბაღი. ამის მიზეზი თანამშრომლებში კორონავირუსის დადასტურება გახდა.

როგორც ქუთაისის ა(ა)იპ ბაგა-ბაღების გაერთიანების მმართველმა დავით წიტაიშვილმა EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას განაცხადა, სავალდებულო ტესტირების შედეგად COVID-19 დაუდასტურდათ მე-5; 29-ე და 37-ე ბაღის თანამშრომლებს.

ინფიცირებულებთან კონტაკტის გამო ყველა თანამშრომელი თვითიზოლაციაში გადავიდა, რამაც ბაღების გახსნას შეუშალა ხელი.

ქუთაისში, ქალაქის მასშტაბით სულ 37 ბაღი ფუნქციონირებს. ადგილზე დასაქმებულ პირებს ყოველ ორ კვირაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდებათ.

მოამზადა ჟუკა ბანძელაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური