GE

ქუთაისის სამედიცინო სასწავლებელს ავტორიზაცია გაუუქმდა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2018 წლის 11 დეკემბერს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ ავტორიზაცია გაუუქმა საზოგადოებრივ კოლეჯ შპს ქუთაისის სამედიცინო სასწავლებელს.

აღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესიულ სტუდენტებს 2018 წლის 11 დეკემბრიდან 5 წლის ვადით შეუჩერდათ სტუდენტის სტატუსი და ამ პერიოდში უფლებამოსილნი არიან კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლონ მობილობის უფლებით და სწავლა განაგრძონ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური