GE

ქუთაისის უნივერესიტეტში სტუდენტური კვირეულის ფარგლებში სპექტაკლი – ,,ცხოვრება კიბეა” დაიდგა

28 ივნისს ქუთაისის უნივერესიტეტის სააქტო დარბაზში სტუდენტური კვირეულის ფარგლებში გაიმართა მე-6 ღონისძიება: სპექტაკლი – ,,ცხოვრება კიბეა”, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ უნივერსიტეტის თეატრალური დასის წევრები.

ახალგაზრდა სცენის მოყვარულების ენთუზიაზმი, ხელოვნებისადმი უდიდესი სიყვარული,  პატივისცემა და მოწიწება იგრძნობოდა თითოეულ მათგანში მიღებული როლების შესრულებისას.

ნიჭიერმა სტუდენტებმა შესანიშნავად გაართვეს თავი და შეძლეს მთავარი სათქმელის მაყურებლამდე სწორად მოტანა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური