GE

ქუთაისის უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის რიგგარეშე მობილობაზე

ქუთაისის უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის რიგგარეშე მობილობაზე.

მობილობა ხორციელდება შემდეგ პროგრამებზე:
ბაკალავრიატი:

  • ეკონომიკა
  • ტურიზმის მენეჯმენტი
  • ბიზნესის ადმინისტრირება

მაგისტრატურა:

  • საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი.
  • ფინანსები, საბანკო და სადაზღვევო საქმე.

უნივერსიტეტი გთავაზობთ:

  • 100% სახელმწიფო სასწავლოს გრანტის მფლობელებს ყოველ თვიურ 100 ლარიან სტიპენდიას.
  • სწავლის ძველი საფასურის შენარჩუნებას, თუკი წინა უნივერსიტეტში უფრო დაბალი გადასახადი გქონდათ;
  • სწავლის საფასურის 10 ნაწილად გადახდას;
  • სწავლისათვის ყველა საჭირო ლიტერატურას ექლექტრონულ ფორმატში.
  • დასაქმების რეალურ შესაძლებლობებს ყველაზე მოთხოვნადი განათლების მიღებით, დასაქმებულთა ერთ–ერთი ყველაზე მაღალი – 81% –იანი მაჩვენებელი საქართველოში;
  • თქვენს მიერ წინა უნივერსიტეტში ათვისებულ ყველა კრედიტის მაქსიმალურად აღიარებას;
  • ევროპის უნივერსიტეტებში მობილობაში ხელშეწყობას;
  • სტაჟირებას პრესტიჟულ პროფილურ დაწესებულებებში;
  • ინდივიდუალურ გრაფიკს და ხელშეწყობას დასაქმებული, სპორტსმენი და ხელოვანი სტუდენტებისათვის;

რეგისტრაციისათვის მოგვმართეთ ქუთაისის უნივერსიტეტში 09:00 დან 17:00 საათამდე, აკ. წერეთლის #13. ან დარეკეთ ტელ: 514704407.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 26 ნოემბერი.

შეგახსენებთ რომ, 2018 წლის 24 სექტემბერს ქუთაისის უნივერსიტეტმა მიიღო მორიგი ავტორიზაცია მომდენო 6 წლის ვადით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური