GE

ქუთაისის უნივერსიტეტის მხიარულთა და საზრიანთა კლუბის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა გაიმართა

27 იანვარს ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართა ქუთაისის უნივერსიტეტის, მხიარულთა და საზრიანთა კლუბის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა.

მონაწილე გუნდები გახლდათ: ,,ვირუსი“, ,,დუბლი 2“ და ,,ავანტიურისტები“.

ტრადიციისამებრ, თამაშს აფასებდა კომპეტენტური და გამოცდილი ჟიური. მოთამაშეებს კი ამხნევებდა ერთგული მაყურებელი, რომელიც მათ არც ამჯერად აკლდათ.

უნივერსიტეტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ახალგაზრდებმა მოცემულ ნომინაციებს თავი მშვენივრად გაართვეს და საერთო ჯამში, ყველამ ერთად საინტერესო და სახალისო თამაში წარმოადგინეს.

ჟიურიმ გამოავლინა საუკეთესო მოთამაშე გოგონა და ვაჟი – თამარ ხაჩიძე და მირზა გოქაძე.
ჩემპიონატის გამარჯვებულის საპატიო ტიტული კი წილად ხვდა გოგონებისაგან დაკომპლექტებულ გუნდ – ,,ავანტიურისტებს“. აქვე შეგახსენებთ, რომ ზედიზედ 3 წელია გამარჯვებულის ტიტულს არ თმობდა გუნდი ,,დუბლი 2“.

უნივერსიტეტი ულოცავს მათ ამ გამარჯვებას, უსურვებს შემდგომ წარმატებებსა და წინსვლას.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური