GE

ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორმა 2017 სასწავლო წელი შეაჯამა

ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორმა დავით თვალთვაძემ უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალთან ერთად განვლილი წელი შეაჯამა და ახალი 2018 წლისათვის უნივერსიტეტის წინაშე მდგარი სერიოზული სიახლეებისა და გამოწვევების შესახებ ისაუბრა.

რექტორის თქმით, ქუთაისის უნივერსიტეტის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ახალიდან ავტორიზაცისა და აკრედიტაციის გავლაა, რისთვისაც აქტიურად ემზადება უნივერსიტეტი.

ქუთაისის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ასევე გაიმართა უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და დამხმარე სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა შეხვედრა. შეხვედრის თემა იყო უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულებისათვის ახალი ნორმატიული სახის დოკუმენტების (ამჯერად დებულებების) შემუშავება.

შეხვედრაზე ადამიანური რესურსების მართვისა და საქმის წარმოების სამსახურის უფროსმა გია ცუცხვაშვილიმა წარმოადგნა სრულფასოვანი ინფორმაცია აღნიშნული დოკუმენტების შემუშავების წესისა და მათი დამტკიცების პროცედურების, ყველა სამართლებრივი და ნორმატიული აქტების, ინსტრუქციებისა და დამხმარე სახელმძღვანელო დოკუმენტების (საქართველოში მოქმედი კანონმდებლობისა და შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ შიგნით მარეგულირებელი) შესახებ, რაც საფუძვლად უნდა დაედოს ახლად შემუშავებულ დებულებებს თუ დროებით მოქმედ მსგავს დოკუმენტებს. ნიმუშად წარმოდგენილი იქნა „ადამიანური რესურსების მართვისა და საქმის წარმოების სამსახურის დებულება“.

შეხვედრაზე გაიმართა აქტიური დისკუსია და საქმიანი განხილვა წარმოდგენილი დოკუმენტებისა და ნორმატიული აქტების ირგვლივ. საქმიანი შენიშვნებითა და წინადადებებით აქტიურად მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის რექტორი დავით თვალთვაძე, უნივერსიტეტის დამფუძნებელი და პარტნიორი ლელა ქელბაქიანი, დირექტორი ნინო ხაზარაძე, სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელები პროფესორი ნიკო ჩიხლაძე, ასოცირებული პროფესორები ეკატერინა ბაბუნაშვილი, ეკატერინე ვაწაძე, პაატა კლდიაშვილი, ასისტენტ პროფესორი ელგუჯა დეისაძე, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი თამარ ხაჩიძე და სხვები.

დებულებების წარმოდგენის ვადად დასახელდა 2018 წლის 8 იანვარი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური