GE

ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებმა ქალთა საერთაშორისო დღე უნივერსიტეტის ყველა ქალბატონს მიულოცეს

ქალთა საერთაშორისო დღე –  8 მარტი ღონისძიებით მიულოცეს ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებმა უნივერსიტეტის ყველა ქალბატონს: განათებული დარბაზი, ფერად-ფერადი უმშვენიერესი ყვავილების თაიგულები, მუსიკა, პოეზია, ქართული ფოლკლორი, ქალაქური სიმღერის ჰანგები გიტარის თანხლებით – ყველაფერი  ისე იყო შერწყმული ერთმანეთში, რომ იქ მყოფი ნებისმიერი მაყურებლის გემოვნებას ესადაგებოდა.

ღონისძიების მსვლელობისას სტუდენტებმა დარბაზში მყოფთ  წარმოუდგინეს  ვიდეოკოლაჟი, რომელიც ასახავდა სტუდენტური თვითმმართველობისა და კულტურული ცენტრის მიერ დედის დღისადმი მიძღვნილ ორიგინალურ აქციის დეტალებს.  აღსანიშნავია, რომ ორივე ღონისძიებისათვის გამოყენებული ყველა ინსტრუმენტი  სტუდენტების ხელით იყო შექმნილი და გაკეთებული – დაწყებული მისალოცი ბარათებიდან, დასრულებული ვიდეოგადაღებებით.

,,გაზაფხულია, მოდის მაისი, სურნელს მოაფრქვევს ბაღში, ყანაში… მოდის ქართული სიდარბაისლით, გაზაფხულია ჩემს ქვეყანაში“ -ამ სიტყვებით დაიწყო წყვანმა 8 მარტისადმი მიძღვნილი საღამო.

უნივერსიტეტი ულოცავს ამ დღეს ყველა მანდილოსანს და წარმატებებს უსურვებს მათ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური