GE

ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტმა სტუდენტთა მეხუთე სამცეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო

დეკემბერს ,,სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციისა” და სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის თანამშრომლობით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა მეხუთე სამცეცნიერო კონფერენცია “ღირებულებათა ტრანსფორმაცია საქართველოში”.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ სტუდენტები საქართელოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან. ქუთაისის უნივერსიტეტიდან მონაწილეობას იღებდა – კოტე ლექვინაძე, რომელიც წარდგა თემით “პოლიტიკური იდეოლოგიები და მათი აღქმა თანამედროვე საქართველოში”. თემის აქტუალურობამ გამოიწვია საინტერესო და მწვავე დისკუსია.

კონფერენციის დასასრულს მომხსენებლებს გადაეცათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

ღონისძიების ჩატარება შესაძლებელი გახდა USAIDის ფინანსრური მხარდაჭერით, IFES საქართველოს მიერ განხორციელებული პროგრამის “საარჩევნო პროცესების გაძლიერება” (SEP) ფარგლებში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური