GE

ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტური კვირეულის ფარგლებში ბოტანიკურ ბაღში ესეების კონკურსი გაიმართა

30 ივნისს სტუდენტური კვირეულის ფარგლებში ბოტანიკურ ბაღში გაიმართა ესეების კონკურსი, რომელშიც მონაწილეობას იღებდა 8 სტუდენტი. არაჩვეულებრივი გარემო და მშვენიერი ბუნება სასიამოვნო ფონს ქმნიდა და დადებითად მოქმედებდა მონაწილეთა განწყობაზე.

ესეების თემები გახლდათ: ,,ჩემი როლი სტუდენტურ ცხოვრებაში“,  ,,მე და თავისუფლება“და ,,ძნელია თუ არა იყო ახალგაზრდა“.

კონკურსის შედეგები კომპეტენტურმა ჟიურიმ შეაჯამა და გამოვლენილ გამარჯვებულს სიმბოლურად  სასაჩუქრე კალამი გადასცა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური