GE

ქუთაისის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მოხუცთა პანსიონატში ტრადიციული საქველმოქმედო ღონისძიება გამართეს

ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებმა და მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა ტრადიციული საქველმოქმედო ღონისძიება მოხუცთა პანსიონატში ტრადიციულად 19 დეკემბერს – ნიკოლოზობის ბრწყინვალე დღესასწაულს გამართა.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, მოხუცები და პანსიონატის თანამშრომლები დილიდანვე მოთმენლად ელოდნენ სტუმრებს ქუთაისის უნივერსიტეტიდან, რომელთაც იქ ჩვეული სითბო და სიყვარული დახვდათ.

პანსიონატში მცხოვრებთ ამჯერად ნაძვის ხე და მისი მოსართავები მიუტანეს საჩუქრად, ხოლო უნივერსიტეტის სტუდენტების შემოქმედებითმა ჯგუფმა მორიგი სახალისო და მხიარული კულტურული პროგრამა წარმოადგინეს.

მოხუცებს ნიკოლოზობის დღესასწაული და დამდეგი შობა ახალი-წელი მიულოცა უნივერსიტეტის რექტორმა დავით თვალთვაძემ.

კონცერტის დასასრულს პანსიონატის დირექტორმა მადლობა გადაუხადა ქუთაისის უნივერსიტეტს, იმ თანადგომისა თანამშრომლობისათვის, რომელიც უკვე წლებია აკავშირებთ ერთმანეთთან.

ახალგახრდებმა მოხუცებთან და დაწესებულების ადმინისტრაციასთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური