GE

ქუთაისის უნივერსიტეტმა 6 წლით ავტორიზაცია მიიღო

2018 წლის 24 სექტემბერს განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით ქუთაისის უნივერსიტეტმა მიიღო სრული ავტორიზაცია 6 წლის ვადით.

“უპირველეს ყოვლისა ესაა დიდი წარმატება, რომელიც მოიტანა თითოეული თანამშრომლის ერთგულებამ და დაუღალავმა შრომამ. მაგრამ წარმატებასთან ერთად გახლავს უდიდესი პასუხისმგებლობა და გამოწვევა.

სრული ავტორიზაცია შესაძლებლობას იძლევა უნივერსიტეტმა თამამად განაგრძოს ცვლილებებისა და სიახლეების განხორციელება, რომელიც საწინდარი გახდება სტუდენტთა კონტინენტის ზრდისა, უნივერსიტეტის პრესტიჟისა და ცნობადობის კიდევ უფრო ამაღლებისა.

ავტორიზაციის პროცესისათვის მიმდინარე სამუშაოებში ჩართული იყო არამარტო უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, არამედ სტუდენტები, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები და ჩვენი კურსდამთავრებულების აქტიური თუ პოტენციური დამსაქმებლები.

ქუთაისის უნივერსიტეტი მადლობას უხდის თითოეულ მათგანს გაწეული აქტივობისა და თანადგომისათვის და ულოცავს უნივერსიტეტს ავტორიზაციის წარმატებულ ფინალს”, – აღნიშნულია უნივერსიტეტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური