GE

ქუთაისის უნივერსიტეტმა “PEOPLE”-ის პროექტის ფარგლებში ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო

ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც “PEOPLE”-ის პროექტის ფარგლებში მე-2 საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა თბილისში. მორიგი კონფერენცია კი შედგა ერევანში მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს. კონფერენციას თემაზე „ადამიანური რესურსების სტრატეგიული მენეჯმენტი: გამოცდილება და ტენდენციები“ უმასპინძლა სომხეთის ამერიკულმა უნივერსიტეტმა.

საერთაშორისო კონფერენციას ესწრებოდნენ Erasmus+ სომხეთის ეროვნული ოფისის კოორდინატორი – ლანა კარლოვა, სომხეთისა და საქართველოს ორი უნივერსიტეტის წარმომადგენლები და ექსპერტები პროექტის 3 ევროპული პარტნიორი ქვეყნიდან: შვედეთი, ესპანეთი და პორტუგალია. ქუთაისის უნივერსიტეტიდან კონფერენციას ესწრებოდა ორი წარმოამდგენელი – ქუთაისის უნივერსიტეტის დირექტორი – ნინო ხაზარაძე და ქუთაისის უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მენეჯერი – ელგუჯა დეისაძე.

საერთაშორისო კონფერენციაზე ქუთაისის უნივერსიტეტის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ადამიანური რესურსების მენეჯერი და “PEOPLE” პროექტის ადგილობრივი კოორდინატორი, ელგუჯა დეისაძე წარსდგა პრეზენტაციით „ადამიანური რესურსების სტრატეგიული დაგეგმვა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“.

უნდა აღინიშნოს, რომ კონფერენცია ფართოდ გაშუქდა ადგილობრივი მედია საშუალებების მიერ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური