GE

ქუთაისის უნივერსიტეტსა და ლიეტუვის ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ქუთაისის უნივერსიტეტსა და ლიეტუვის ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად ითანამშრომლონ ბიზნეს ადმინისტრირების, ტურიზმის მენეჯმენტის, ეკონომიკისა და ფინანსების სფეროებში. მხარეები შეთანხმდნენ, რომ განავითარებენ პარტნიორულ ურთიერთობებს აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების გაცვლითა და ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციების, ტრენინგების, პროექტების თუ აქტივობების დაგეგმვა-განხორციელების გზით.

აღსანიშნავია, რომ მემორანდუმის საფუძველზე, ქუთაისის უნივერსიტეტის სამივე საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა, ისარგებლონ ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტში საერთაშორისო მობილობის სასტიპენდიო შეთავაზებებით.

გაცვლითი პროექტი მხარდაჭერილია ლიეტუვის ეროვნული სააგენტოს “განათლების გაცვლის ხელშეწყობის ფონდის” მიერ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური