GE

ქუთაისის უნივერსიტეტში ERASMUS + პროგრამის CURE პროექტის ფარგლებში გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა

ქუთაისის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ევროკავშირის ERASMUS + პროგრამის CURE პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტის თანამშრომლებისა და სტუდენტებისათვის.

შეხვედრა ზოგადად პროექტის „კურიკულუმის რეფორმა სამოქალაქო განათლებისა და დემოკრატიული პრინციპების ხელშეწყობისთვის ისრაელსა და საქართველოში“ (CURE) გაცნობით დაიწყო. შემდეგ პროექტის მკვლევარ-მასწავლებლებმა – თინათინ მეფარიშვილმა და გიორგი ჭუმბურიძემ, რომლებმაც პროექტის „სპეციალური მობილობის ფორმატის“ ფარგლებში, მიმდინარე წლის 11-18 სექტემბერს, ქ. კრაკოვის იეგელონიის უნივერსიტეტში გაიარეს ტრეინინგ-სემინარები თანამედროვე სწავლების მეთოდების შესახებ, დამსწრე საზოგადოებას წარმოუდგინეს პრეზენტაციები და გაუზიარეს პოლონეთში მიღებული ცოდნა და გამოცდილება.

შეხვედრა საინტერესოდ, დებატების რეჟიმში წარიმართა. იმსჯელეს უნივერსიტეტში თანამედროვე პროგრესული სწავლების მეთოდების უფრო მეტად დანერგვის აუცილობლობაზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური