GE

ქუთაისის უნივერსიტეტში კომპანია HR-ის კორპორატიული ურთიერთობის მენეჯერთან შეხვედრა გაიმართა

7 მაისს  ქუთაისის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში მოხდა შეხვედრა დასაქმების სააგენტო ეიჩარის კორპორატიული ურთიერთობის მენეჯერთან, რომელმაც სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს გააცნო დასაქმების ფორუმი 2018-ში მონაწილე ორგანიზაციები და ადგილზე შეასწავლა ონლაინ რეგისტრაცია.

აღნიშნული ღონისძიება აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას კომპანიებსა და სტუდენტებს/კურსდამთავრებულებს მთლიანი ღონისძიების მანძილზე საბოლოო ღონისძიების ჩატარებამდე, ონლაინ რეჟიმში მიიღონ მონაწილეობა დასაქმების ფორუმში.

რეგისტრაციისთვის გთხოვთ გადახვიდეთ შესაბამის ბმულზე.

დასაქმების ფორუმი 2018 გაიმართება ქალაქ ბათუმში 18 მაისს სასტუმრო Hilton -ში.

მონაწილეებისათვის ტრანსპორტირება უფასოა. მსურველებმა დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ აუდიტორია ქუთაისის უნივერსიტეტის აუდიტორია #302.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური