GE

ქუთაისის უნივერსიტეტში მან-სან-კანის ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა

ქუთაისის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ჩატარდა მან-სან-კანის ნახევარფინალური შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა უნივერსიტეტის სტუდენტებისაგან დაკომპლექტებული 6 გუნდი: ,,ვირუსი“, ,,3 ჯერ 3“, ,,ავანტიურისტები“, ,,თამადები“და ,,Beauty and the beast”.

მონაწილე გუნდებმა წარმოადგინეს მისალმება, საშინაო დავალება ვიდეოფილმების სახით. თამაშის წესის თანახმად ორი გუნდი თამაშს გამოეთიშა.

ფინალური შეხვედრა დაგეგმილია 14-დან 17 იანვრის ფარგლებში ქუთაისის ბალანჩივაძეების სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში.

უნივერსიტეტი წარმატებებს უსურვებს ფინალში გადასულ მონაწილეებს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური