GE

ქუთაისის უნივერსიტეტში სტუდენტური დღეები გრძელდება

22 ივნისს ქუთაისის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში პოეზიის საღამო გაიმართა. თითოეულმა მონაწილემ თავად აარჩია პოეტი და თემატიკა, რომელსაც წაიკითხავდა და წარმოუდგენდა მსმენელს.

23 ივნისს სტუდენტური კვირეულის ფარგლებში გაიმართა რიგით მე-4 ღონისძიება – ინტელექტუალური კლუბის – ,,რა? სად? როდის?“ თამაში. ერთმანეთს 2 გუნდი ეჯიბრებოდა. გამარჯვებული გუნდის წევრებს უნივერსიტეტის სტუდენტურმა თვითმმართველობამ საჩუქრად წიგნები გადასცა.

26 ივნისს კი ძალიან მხიარული, აზარტული და ხალისიანი თამაშის City Game-ს მონაწილეებმა სტარტი  უნივერსიტეტის ეზოდან აიღეს დამალული ,,მინიშნებების“ მოსაძებნად. რამდენიმე საათიანი ძიების შემდეგ თამაშის მონაწილეები ისევ უნივერსიტეტის ეზოში შეიკრიბნენ და ერთმანეთს მხიარულად უნაწილებდნენ შთაბეჭდილებებსა და პატარ-პატარა კურიოზებს.

სტუდენტური დღეები ქუთაისის უნივერსიტეტში ისევ რამდენიმე დღე კიდევ გაგრძლდება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური