GE

ქუთაისისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტებში რიგგარეშე მობილობა გამოცხადდა

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისთვის საყურადღებო ინფორმაციას აქვეყნებს – ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის „სატრანსპორტო-ლოგისტიკური პროცესების ორგანიზაცია და მართვის“ სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტებისა და სსიპ – სამცხე – ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის „სისხლის სამართლის“ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტებისათვის რიგგარეშე მობილობა გამოცხადდა.

დაწესებულების მიერ რიგგარეშე მობილობის გზით მისაღებ სტუდენტთა ადგილების რაოდენობისა და სწავლის საფასურის შესახებ სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ინფორმაციის წარდგენის ვადა უნივერსიტეტებისთვის 2021 წლის 24 ნოემბრიდან 2021 წლის 29 ნოემბრის ჩათვლით არის განსაზღვრული.

რიგგარეშე მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების, სამართლებრივი აქტების პროექტების სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში წარდგენა კი 2021 წლის 08 დეკემბრიდან 2021 წლის 13 დეკემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

სტუდენტის რიგგარეშე მობილობით ჩარიცხვის შესახებ დაწესებულების უფლებამოსილი ორგანოს ბრძანების გამოცემის ვადად 2021 წლის 20 დეკემბერია გამოცხადებული.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ადგილების თავისუფალი რაოდენობა გამოითვლება ამ დაწესებულების ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობისა და 2021 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური