GE

ქუთაისისა და სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ქუთაისის უნივერსიტეტსა და ესპანეთის სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას, განამტკიცონ და განავითარონ მჭიდრო თანამშრომლობა, ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მობილობა, ერთობლივი სემინარების, კონფერენციებისა და ტრენინგების დაგეგმვა/განხორციელება და ინფორმაციისა თუ დოკუმენტაციის ურთიერთგაზიარება.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისისა და სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტები ევროკავშირის Erasmus+_ის პროექტის ფარგლებში – “უნივერსიტეტის როლი რეგიონის განვითარებაში (RURD)” უკვე თანამშრომლობენ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური