GE

ქუთაისში ეროვნული თავდაცვის აკადემიის ენობრივი მომზადების სკოლის შენობა გაიხსნა

ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის სამოქალაქო სტატუსის მქონე მოადგილემ, რამაზ კვარაცხელიამ და მესამე ქვეითი ბრიგადის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ კალმახელიძემ ქალაქ ქუთაისში აკადემიის ენობრივი მომზადების სკოლის შენობა გახსნეს.

ახალი შენობა დასავლეთ საქართველოში არსებული შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეებისთვის უფრო ხელმისაწვდომს გახდის უცხო ენის შესწავლასა და ენის ცოდნის დონის შენარჩუნებას. ენობრივი მომზადების სკოლის შენობა დასავლეთ ოპერატიული ძალების დაჯგუფების მესამე ქვეითი ბრიგადის მხარდაჭერით გაიხსნა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური