GE

სამეცნიერო პიკნიკზე 5 მოსწავლე დაშავდა

ქუთაისში, ქალაქის ცენტრალურ ბაღში მიმდინარე სამეცნიერო პიკნიკზე მოსწავლეები დაშავდნენ. დაშავებულები ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. მათ ექსპერიმენტის დროს კოლბა აუფეთქდათ. დაშავებულ მოსწავლეებს დახმარება ადგილზე გაუწია სასწარაფო დახმარების ბრიგადამ.

პიკნიკი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუთაისის მერიის ორგანიზებით,მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2019-ის ფარგლებში ტარდება.

 

წყარო: pia.ge

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური