GE

რა ახალი ვალდებულება ექნება უცხოეთიდან საქართველოში შემოსულ სტუდენტს – გიორგი გახარიას დადგნილება

საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას ხელმოწერით მიღებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილება შევიდა უცხოეთიდან საქართველოში შემომსვლელი სტუდენტების ვალდებულებების მიმართულებით.

განიზასღვრა ვინ არ დაექვემდებარება სავალდებულო კარანტინს.

სავალდებულო კარანტინს არ ექვემდებარებიან ის უცხოელი სტუდენტები, რომლებიც:

ა) საქართველოში შემოსვლისას საზღვარზე წარადგენენ ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის (ორი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტს;

ბ) არიან „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის“ დანართ №2-ის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ქვეყნების მოქალაქეები და ამავე ქვეყნების ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე პირები. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა სტუდენტებმა საქართველოში შემოსვლისას სასაზღვრო პუნქტზე უნდა წარადგინონ უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს უზრუნველყონ საკუთარი ხარჯით PCR კვლევის ჩატარება.“

რა პრინციპით და სად უნდა დარეგისტრირდნენ საქართველოში შემომსვლელი სტუდენტები:

უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტები საქართველოში შემოსვლის მიზნით ვალდებულნი არიან, დარეგისტრირდნენ ელექტრონული წესით საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე – „StopCov.ge“ ელექტრონულ პროგრამაში (შემდგომში – ელექტრონული პროგრამა) შემდეგი სპეციალური აპლიკაციის ფორმების შევსების გზით, კერძოდ:

ა) ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული უცხოელი სტუდენტები ვალდებულნი არიან დარეგისტრირდნენ ელექტრონული პროგრამის სპეციალური ფორმის – „საქართველოში შემომსვლელ უცხოელ სტუდენტთა რეგისტრაციის ფორმის“ შევსების გზით;

ბ) ამ მუხლის 5​1 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უცხოელი სტუდენტები ვალდებულნი არიან დარეგისტრირდნენ ელექტრონული პროგრამის სპეციალური ფორმის – „ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეების/რეზიდენტების რეგისტრაციის ფორმის“ შევსების გზით.“.

„5. უცხოელი სტუდენტები, რომელთა მიმართაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გაცემულია საქართველოში შემოსვლის თანხმობა, ვალდებულნი არიან, ქვეყანაში შემოსვლისას წარადგინონ საქართველოში შემოსვლამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთი, საკუთარი ხარჯებით გაიარონ სავალდებულო 8-დღიანი კარანტინი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით მოწყობილ საკარანტინე სივრცეში და 8-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლის შემდგომ საკუთარი ხარჯებით ჩაიტარონ PCR ტესტირება. ამ მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად“, – წერია პრემიერის დადგენილებაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური