GE

რა დოკუმენტები უნდა წარადგინოს მაგისტრანტმა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოსაპოვებლად – სია

საქართველოს მთავრობის დადგენილებით 2019-2020 სასწავლო წლისთვის მაგისტრატურის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული მაგისტრანტების, სოციალური პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების ოდენობა 205 000 ლარით განისაზღვრა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცდა სოციალური პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების მოსაპოვებლად, მაგისტრანტის მიერ წარსადგეი განცხადების ფორმა და დოკუმენტაციის ნუსხა.

იხილეთ წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა

მაგისტრანტები სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მისაღებად განცხადებას, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, წარადგენენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში 2019 წლის 21 ოქტომბრის ჩათვლით.

ასევე იხილეთ:

რომელი მაგისტრანტი მიიღებს გრანტს სოციალური პროგრამის ფარგლებში

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური