GE

რა ფულად ჯილდოს მიიღებს განათლების სამინისტროს ახალი ლოგოს შემქმნელი – კონკურსის პირობები

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ახალი ლოგოს დიზაინის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა. ლოგოს განახლების მიზეზი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ოპტიმიზაციაა.

ლოგოს ესკიზის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, გარდა იმ კომისიის წევრებისა, რომლებიც ლოგოს არჩევაში იღებენ მონაწილეობას.

სამინისტროსთვის ახალ ლოგოს სპეციალურად შექმნილი კომისია შეარჩევს, რომელთა შორის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს თანამშრომლები და ხელოვნებისა და გრაფიკული დიზაინის სპეციალისტები შედიან.

კომისიის წევრები არიან: ირინა აბულაძე, ლევან ხარატიშვილი, დავით ჩხეიძე, ნინო ნანიკაშვილი, ნანა იაშვილი, თამაზ ვარვარიძე, ირმა ჩაფიძე, ნატალია დგებუაძე, მერაბ ხუციშვილი და ნინო ქადაგიშვილი.

კონკურსი 27 ივლისს გამოცხადა და მსურველებს სამინისტროსთვის ესკიზების გაგზავნა 2 აგვისტომდე შეეძლებათ. შედეგები კი 7 აგვისტომდე გახდება ცნობილი.

კონკურსში გამარჯვებულს ჰონორარის სახით 2500 ლარი გადაეცემა.

დეტალური ინფორმაცია კონკურსზე იხილეთ აქ.

ავტორი გვანცა ღვედაშვილი

 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური