GE

რა გავლენას ახდენს საომარი  თამაშები ბავშვებზე? – კვლევების შედეგები

თანამდეროვე მოზარდთა დიდმა ნაწილმა ეზო კომპიუტერზე გაცვალა და საყვარელ გასართობად საომარი თამაშები აქცია. ფსიქოლოგები წლებია საუბრობენ იმაზე, თუ რა შედეგებამდე შეიძლება მიიყვანოს ბავშვის ფსიქიკა ძალადობრივმა თამაშებმა. ამერიკულ ფსიქოლოგთა ასოციაციის მონაცემებით, მსგავსი ტიპის გართობა ბავშვებში აგრესიას ზრდის, მაგრამ მშობლების ჩარევას  ნეგატიური ზემოქმედების შემცირება შეუძლია. გარდა აგრესიულობის გამოვლენისა ასეთ ბავშვებს სხვა პრობლემებიც უჩნდებათ:

აგრესიის ზრდა

ინდიანას სამედიცინო უნივერსიტეტის მკვლევრებმა საომარ თამაშებზე დამოკიდებული მოზარედბის ტვინის სკანირება მოახდინეს და მონაცემები სხვა ტიპის კომპიუტერული თამაშებით გატაცევული ბავშვების იმავე მონაცემებს შეადარეს. აღმოჩნდა, რომ საომარი თამაშების მოყვარულების ტვინის უჯრედები უფრო ემოციური და აღგზნებულია. ამასთან, ტვინის იმ ნახევარსფეროების აქტივობა, რომელიც რაიმეზე ყურადღების გამახვილებაზე, კონცენტრირებაზე და საკუთარი თავის კონტროლზე ახდენს გავლენას, შემცირებულია.

თვითკონტროლის შემცირება

აგრესიის ზრდა თვითკონტროლის შემცირების ხარჯზე ხდება. ეს ტენდენცია ვლინდება გარშემომყოფებთან ურთიერთობაში, უარყოფით დამოკიდებულებას ამჟღავნებენ კლასელების მიმართ და საკუთარი თავის კონტროლს ვერ ახერხებენ, იგივე შეინიშნება ოჯახის წევრების მიმართ. საინტერესოა ისიც, რომ საომარი თამაშების მოყვარულები კარგავენ ინტერესს ცხოვრებისეული გამოწვევების მიმართ.

უძლობა

ჟურნალ “პედიატრიის” გამოკვლევის თანახმად, ვიდეო თამაშებით გატაცებამ შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს ძილის სურვილი. პირველ ეტაპზე კი ძილის ის ტიპი იწყებს კლებას, რომელსაც ღრმა ძილს ვუწოდებთ და რომლის დროსაც ადამინი თვალებს არ ამოძრავებს. ჯერ კიდევ არააა ცნობილი, თუ რატომ აქვს მსგავსი ეფექტი ამ თამაშებს, თუმცა აშკარაა ძილის ნაკლებობა ადამინზე უარყოფით გავლენას ახდენს.

ვერბალური მეხსიერების შემცირება

აღმოჩნდა, რომ საომარი თამაშების მოყვარულებს ვერბალური მეხსიერება, ხმამაღლა ნათქვამი სიტყვების დამახსოვრების უნარი უქვეითდებათ. რა თქმა უნდა, ეს ასუსტებს სკოლაში მათ აკადემიურ მოსწრებას, ამასთან უჭირთ მშობლებთან ურთიერთობა, საჭიროებისამებრ ვერ მიჰყვებიან მათ მითითებებს, რადგან უბრალოდ ავიწყდებათ. ასე რომ, კომპიუტერული თამაშეებით გატაცებულ ბავშვებთან ურთიერთობა სპეციფიკურია, როგორც მშობლებისთვის, ისე პედაგოგებისა და თანატოლებისთვის.

განვითარების პრობლემები

იმის ნაცვლად, რომ მოზარდებმა დრო გარკვეული უნარ-ჩვევების განვითარებას მოახმარონ,ისინი კომპიუტერული თამაშებით არიან დაკავებულნი, რაც მათ ჩვევებს აყალიბებს. კომფლიქტურ სიტუაციაში მათ საკუთარი აზრის აგრესიულად გამოხატვის სურვილი უჩნდებათ და დაბრკოლებების მშვიდობიანი გზით გადალახვის ნაცვლად, ისინი ამას ძალადობრივი მექანიზმებით აკეთებენ.

პერსონალური ცვლილებები

დოქტორ კრეიგ ანდერსონის კვლევაში ნათვამია, რომ საომარი თამაშების მოყვარულების აგრესია გავლენას ახდენს იმ ბავშვების ფსიქიკაზეც, რომლებიც მსგავსი გასართობით არ სარგებლობენ. მისი დასკვნების მიხედვით, მათაც უქრებათ სხვების დახმარების და თანატოლებზე ზრუნვის სურვილი.

ძალადობრივი ვიდეო თამაშები ძალადობის საუკეთესო მასწავლებლები აღმოჩნდნენ.  ისინი არაპირდაპირი გზით ეუბნებიან მოთამაშეს, როგორ უნდა იფიქრონ და როგორ უნდა იმოქმედონ.

გართობიდან სადიზმამდე – კომპიუტერული თამაშების ბეწვის ხიდი და აგრესია მოზარდებში

წყარო: livestrong.com

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური