GE

„რა გვჭირს ჩვენ, რაღაცას გადმოვიღებთ სხვადასხვა განათლების სისტემიდან და საბოლოოდ ვიღებთ მკვდრად შობილ მონსტრს“

„ჩვენმა ბავშვებმა ანგარიში არ იციან, ჩვენმა სკოლადამთავრებულმა ბავშვებმა არ იციან პროცენტების გამოთვლა და არ შეუძლიათ წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა“ , – ამის შესახებ განათლების საკითხების სპეციალისტმა, ლალი ანთიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, 13 მაისს ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს განათლების სისტემა უამრავი არაორგანული ნაწილის გაერთიანებით არის მიღებული, რომელიც უბრალოდ ვერ იმუშავებს.

„რა გვჭირს ჩვენ, რაღაცას გადმოვიღებთ ევროპული განათლების სისტემიდან, რაღაცას გადმოვიღებთ ფინურიდან, რაღაცას ამერიკულიდან და საბოლოო ჯამში ვიღებთ იმ მონსტრს რომელიც არის მკვდრად შობილი, რომელიც არის ისეთ არაორგანული ნაწილების გაერთიანებით მიღებული, რომელიც უბრალოდ ვერ იმუშავებს“, – განაცხადა ლალი ანთიძემ გადაცემაში „ZOOM განათლებაზე“.

ის სკოლებში რეგულაციების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ რეგულაციების გამკაცრება უშედეგო, ფუჭად დახარჯული დროა და რაც უფრო მეტი რეგულაციაა სფეროში, მით უფრო უკან მიდის მისი საქმე.

სპეციალისტის აზრით, პრობლემების გამოსწორებას სწორი ხედვა და სკოლების რეგულაციებისგან მაქსიმალურად გათავისუფლება სჭირდება.

აკრძალულია ღამისთევით ექსკურსია – მინისტრის მოადგილე სასკოლო ექსკურსიებზე მიღებული შეზღუდვების საფუძველს განმარტავს

„სულ უფრო უკან მივდივართ და ვაძლიერებთ კიდევ უფრო რეგულაციებს და კიდევ უფრო ვაკმაცრებთ რაღაცებს. შემოგვაქვს და გამოდის, რომ ეს ფაქტობრივად არის აბსოლუტურად დაკარგული დრო და ენერგია. ამას სჭირდება ხედვა. აუცილებლად უნდა მოიძებნოს ადამიანები, რომლებიც მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას. მე მგონია, რომ საზოგადოებამაც უნდა გააკეთოს ეს, მაგალითად პეტიციები შეიქმნას, რომ მაქსიმალურად მოხდეს სკოლების ამ რეგულაციებიდან გათავისუფლება. რაც უფრო მეტი რეგულაციაა, უფრო და უფრო უკან მიდის ჩვენი საქმე“, – დასძენს ლალი ანთიძე.

ასევე იხილეთ:

სკოლები თავიანთი შედეგების მიხედვითაც დაფინანსდებიან – რას გულისხმობს ახალი პროექტი

მოამზადა გოგა ნიჟარაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური