GE

რა კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოუწევთ სკოლებს, როგორია ავტორიცაზიის ახალი სტანდარტი

პირველად, ქართული განათლების ისტორიაში უკლებლივ ყველა სკოლას მოუწევს ავტორიზაციიის გავლა. საჯარო სკოლებისთვის ეს განსაკუთრებით დიდი გამოწვევაა, რადგან მათ ავტორიზაცია არასდროს გაუვლიათ.

პროცესი 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე ყველა სკოლისთვის დასრულებული უნდა იყოს. განათლებისა და მეცნიერების მინისტრ, მიხეილ ჩხენკელის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ზოგადი განათლების სფეროში დაწყებული რეფორმის ნაწილია და მიზნად ისახავს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას. EDU.ARIS.GE ავტორიზაციის თემაზე უამრავ შეკითხვას იღებს, ამიტომ, გადავწყვიტეთ მკითხველს გავაცნოთ ავტორიზაციის სტანდარტი და ეტაპები, რომლის გავლაც თითოელ სკოლას მოუწევს.

ავტორიაზაცია სახელმწიფოს მხრიდან შემოწმების გარე მექანიზმია, რომელიც მიზნად ისახავს დაწესებულების ინსტიტუციურ შეფასებას. მხოლოდ ავტორიზებულ დაწესებულებას აქვს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის, ატესტატის, დიპლომის გაცემის უფლება. სახელმწიფო თავის მხრივ ადგენს ავტორიზაციის სტანდარტს-მოთხვნას, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს ყველა დაწესებულებამ. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს იღებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭო, რომელმაც შესაძლოა მიიღოს 3 ტიპის გადაწყვეტილება.

1. გადაწყვეტილება ავტორიზაციის მიღების შესახებ;
2. გადაწყვეტილება ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ;
3. გადაწყვეტილება ავტორიზაციის გაუქმების შესახებ;

თითოეული გადაწყვეტილება დამოკიდებულია იმ შეფასებებსა და რეკომენდაციებზე, რომელსაც ავტორიზაციის ექსპერტები, სამინისტროს მიერ დანიშნული სპეციალისტები გასცემენ.
,,საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ,, კანონში ცვლელებები, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ხელმოწერით შევიდა. (2020 წლის 2 თებერვალი)

იმისთვის, რომ სკოლამ დააკმაყოფილოს ავტორიზაციის სტანდარტი, მან უნდა გაიაროს შემოწმება 3 მიმართულებით:

1.საგანმანათლებლო პროგრამების შემოწმება;
2.მატერიალური რესურსის შემოწმება;
3.ადამიანური რესურსის შემოწმება;

რას შემთხვევაში მიიღებს სკოლა, საგანმანათლებლო პროგრამების, უმაღლესს შეფასებას?

1. თუ სასკოლო სასწავლო გეგმა გამომდინარეობს სკოლის მისიიდან და შეესაბამება ეროვნულ სასწავლო გეგმას;
2. თუ სასკოლო სასწავლო გეგმა პასუხობს შესაბამისი საფეხურის მოსწავლეთა მოთხოვნებს და საშუალებას აძლევს მათ შეიძინონ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ცოდნა, უნარები და ღირებულებები;
3.თუ სასკოლო სასწავლო გეგმა მოსწავლეს უზრუნველყოფს სწავლისა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობით. სკოლას აქვს სპეციალური პროგრამა განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის;
4. თუ სკოლაში არსებული მოსწავლეთა შეფასების სისტემა შეესაბამება ეროვნულ სასწავლო გეგმას. შეფასების კრიტერიუმები გამჭვირვალეა, ცნობილია სასკოლო საზოგადოებისათვის და შედეგები გამოიყენება მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გასაუმჯობესებლად;
5.თუ შემუშავებულია მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ მშობლის ინფორმირების წესი და მშობელი უზრუნველყოფილია სასკოლო ცხოვრებაში მონაწილეობის შესაძლებლობით;
6. თუ შემუშავებულია სასკოლო სასწავლო გეგმის შეფასებისა და შემდგომი გაუმჯობესების მექანიზმი;

როგორია, სკოლის მატერიალური რესურსის შემოწმების სტანდარტი-მოთხოვნები?

1. სკოლა უნდა ფლობდეს ერთ მისამართზე 250 კვ.მ ფართს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო იღებს გადაწყვეტილებას 50 მოსწავლეზე ნაკლებკონტინგენტიანი სკოლის ავტორიზაციის შესახებ. ფართზე უფლება უნდა დასტურდებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
2. საკლასო ოთახები, უნდა იყოს აღჭურვილი სათანადო ინვენტარით, კერძოდ: მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებს მორგებული მერხებით, სასკოლო დაფებითა და სხვა აუცილებელი მატერიალური საშუალებებით;
3. ფლობდეს სპორტული დარბაზი, აუზი ან მოედანი;
4.ფლობდეს სათანადოდ აღჭურვილი ლაბორატორია/ლაბორატორიები
5.სკოლაში იყოს საგანმანათლებლო პროცესის წარმართვისთვის აუცილებელი გარემო: ელექტროენერგიის მიწოდების უწყვეტი სისტემა, სველი წერტილები, ბუნებრივი განათების შესაძლებლობა და გათბობის საშუალებები;
6. სკოლას ჰქონდეს სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისი ბიბლიოთეკა სათანადო რაოდენობის წიგნადი ფონდით, პერიოდიკითა და სხვა დამხმარე მასალით;
7. ჰქონდეს ადაპტირებული გარემო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის;
8. ჰქონდეს სასკოლო სასწავლო გეგმით დასახული მიზნების განხორციელებისათვის აუცილებელი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, მათ შორის, ინტერნეტით მუდმივად უზრუნველყოფილი კომპიუტერები. ვებგვერდი ასრულებდეს საკომუნიკაციო და საინფორმაციო ფუნქციას;
9. სკოლაში დაცული იტოს პერსონალისა და მოსწავლეთა უსაფრთხოება და ჯანმრთელობა;
10. არსებობდეს ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმები და ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარი;
11. თვალსაჩინო ადგილას იყოს გამოკრული ევაკუაციის გეგმა;
12. ჰქონდეს, სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მექანიზმები;
13. შემუშავებული ჰქონდეს, წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის მექანიზმები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
14. სკოლის შენობაში დამონტაჟებული იყოს, უსაფრთხოების კამერები, რომლებიც უზრუნველყოფენ სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის კონტროლს
15. სკოლას შემუშავებული ჰქონდეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი წესდება, შინაგანაწესი ან გადაწყვეტილებების მიღების, საქმიანობის დაგეგმვისა და წარმართვის პროცედურათა ამსახველი სხვა დოკუმენტები;
16. შემუშავებული იყოს სკოლის განვითარების გრძელვადიანი (ექვსწლიანი) და ერთწლიანი სამოქმედო გეგმები, გამომდინარე დაწესებულების მისიიდან, რაც ასევე ითვალისწინებდეს მატერიალური რესურსების ეფექტურად გამოყენებისა და გაუმჯობესების მექანიზმებს;
17. დაწესებულებაში მიმდინარეობდეს გამოცემული აქტებისა და კორესპონდენციის აღრიცხვა.

რა სტანდარტებს უნდა კმაყოფილებდეს სკოლის ადამიანური რესურსი?

1. სკოლას უნდა ჰყავდეს სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული სასწავლო პროცესის შესაბამისობაში მყოფი ადამიანური რესურსი;
2. სკოლის მასწავლებლები შერჩეულნი უნდა იყვნენ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად;
3. სკოლაში შემუშავებული იყოს თანამშრომელთა შერჩევის, მიღებისა და გათავისუფლების წესები, ასევე წახალისებისა და სანქციების გამჭვირვალე სისტემა;
4. მასწავლებლებთან, ადმინისტრაციულ, ტექნიკურ პერსონალსა და სკოლის სხვა თანამშრომლებთან გაფორმებულია უნდა იყოს შრომითი ხელშეკრულებები;
5. არსებობდეს დაცულობის, კეთილგანწყობის, ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობის ატმოსფერო, რაც ხელს შეუწყობს სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრის შესაძლებლობათა მაქსიმუმის გამოვლენას, პასუხისმგებლობის გადანაწილებას.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ეკატერინე დგებუაძემ ტელეკომპანია “იმედთან” ინტერვიუში 29 ივლისს ისიც თქვა, რომ ავტორიზაციის სტანდარტი ჯერ კიდევ მუშაობის პროცესშია და სახელმწიფოს მოთხოვნები უნდა პასუხობდეს თითოეული სკოლის ინდივიდუალურ გამოწვევებს.

,,ავტორიზაციის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანიაა, ესაა პირველი ნაბიჯი, რომელსაც ვდგამთ, გვაქვს გამოცდილება კერძო სკოლების ავტორიზაციის და იგივე პრინციპები შეეხება საჯარო სკოლებსაც. ჩვენი მიზანი არაა სკოლების დახურვა, არამედ სკოლის განვითარებაზე ორიენტირება. შესაძლოა სკოლამ ძალიან სწრაფად დააკმაყოფილოს, მაგალითად, ინფრასტრუქტურული ნაწილის კომპონენტი ამ პროცესში სკოლა არ იქნება მხოლოდ საკუთარი თავის იმედად და მაღალ სტანდარტს, რომელიც დაწესდება ეტპობრივად მივაღწევთ’’, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

განათლენის სამინისტროში აცხადებენ, რომ ავტორიზაცია მთავრობის მიერ დაწყებული რეფორმების მნიშვნელოვანი ნაწილია, უახლოეს პედიოდში კი, სკოლებს უფრო მეტი ინფორმაცია ექნებათ, იმის შესახებ თუ რა მიმართულებებით მოუწევთ მუშაობა.

„უკლებლივ ყველა სკოლა ავტორიზაციას 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე გაივლის“ – მინისტრი

მოამზდა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური