GE

რა კრიტიკული კითხვები აქვთ დეპუტატებს მთავრობის დაანონსებული განათლების სექტორის დაფინანსების ზრდის კანონპროექტზე

მთავრობის ინიციატივას, განათლების სექტორის დაფინანსების გაზრდასთან დაკავშირებით, განათლების კომიტეტის ყველა ოპოზიციონერი დეპუტატი აკრიტიკებს. სერგი კაპანაძემ პროექტის წარმდგენ განათლების მინისტრის მოადგილეს არაერთი კითხვა დაუსვა და მიიჩნევს, რომ  განათლებაში ხარჯვის გაზრდა აპრიორი და ავტომატურად არ ნიშნავს განათლების ხარისხის ზრდას და პრინციპების არსებობის გარეშე განათლების დაფინანსების ზრდა უშედეგო იქნება.

დეპუტატი ასკვნის, რომ ხელისუფლების მთავარი პრინციპია “ვიღაცას ფული მისცეს” და როგორც კი “ვიღაცას აძლევ ფულს”, კონკურენციის პრინციპი ნადგურდება.

„რა პრინციპები იქნება დაცული, რა არის ხედვა თუ ასეთი დაფინანსება იქნება. ერთ წელს გაიზრდება 500 მილიონით, შემდეგ კიდევ ხუთასი მილიონით და ასე მესამე წელზეც. პროპორციები თუ გაქვთ ნაანგარიშები, რა სეგმენტში რა პროპორცია უნდა წავიდეს. ეს თუ არ გაქვთ ნაანგარიშები, მაშინ გრამაფონში ნათქვამი სიტყვებია. ინფრასტრუქტურაზე რა პროპორცია დაიხარჯება, უმაღლეს განათლებაზე რა დაიხარჯება, სასკოლო განათლებაზე რა დაიხარჯება, ეს ფუნდამენტური ამბავია, როგორ შეიძლება ვთქვათ, რომ 2022-ში ამდენი გვექნება და ელემენტარული პრინციპები არ გვექნება. ხელისუფლების მთავარი სურვილია ვიღაცას ფული მისცეს, როგორც კი ვიღაცას ფულს აძლევ, ეგრევე ხდება კონკურენციის პრინციპის მოშთობა.  თქვენ უფასო ფაკულტეტები შემოიღეთ, იმ სფეროებში რომელშიც უფასო ფაკულტეტები იყო, პრაქტიკულად მოკალით კონკურენცია. ახლა აღიარეთ, რომ ეს არის შეცდომა და ამ უფასო ფაკულტეტებიდან იხევთ უკან. და ამ უფასო ფაკულტეტებზე რამდენი ლარი დაიხარჯა და ახლა მელაპარაკებით იმაზე, რომ ყოველ წელიწადში 500 მილიონი ლარით გაიზარდოს დაფინანსება და წარმოგიდგენიათ რომ ეს ფული კონკურენციის პრინციპის გაუთვალისწინებად რომელიმე სფეროში წავიდეს, რას ვუზამთ საერთოდ განათლების სფეროს?! ან იგივე კერძო უნივერსიტეტებს ან იგივე სასკოლო განათლებას?!“ – მიმართა მან ირინა აბულაძეს.

გარდა ამისა, სერგი კაპანაძე დაინტერესდა განათლების მინისტრის მოადგილისგან მოესმინა პასუხი კითხვაზე, აქვს თუ არა სამინისტროს განსაზღვრული რა ნაწილი წავა ამ თანხიდან რეგიონებზე, რა ნაწილი ცენტრზე.

„პრინციპი თუ არაა შეთანხმებული და მკვეთრად ჩამოყალიებული, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ეს ფული მისცეთ რომელიმე უნივერსტეტს და გამოიყენოს მან ეს კონკურენციის პრინციპების წინააღმდეგ. კატასტროფა შეიძლება მივიღოთ. 2022 წელს შეიძლება საერთოდ არ ვიყოთ პოლიტიკაში არც მე და არც ამ მაგიდის ირგვლივ მსხდომნი და ისეთი ადამიანები მოვიდნენ ხელისუფელებაში ამ ხუთას მილიონიან ყოველწლიურ ზრდას გამოიყენებენ სრულიად გაუგებარი მიზნებისთვის. გარდა ამისა, ეს ყველაფერი რის ხარჯზე ხდება? რა არ გაგვეზრდება? თავდაცვა არ გაგვეზრდება? სოციალური არ გაგვეზრდება? სადღაციდან ეს ხომ უნდა ამოვიღოთ, ეს ხომ არაა ციური მანანა“, –   აღნიშნა კაპანაძემ.

მინისტრთა კაბინეტმა უკვე დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის მიხედვით 2022 წლიდან განათლების სამინისტროსთვის ბიუჯეტის მეოთხედი გამოიყოფა. სფეროს დაფინანსება კი კანონის დონეზე იქნება უზრუნველყოფილი ანუ კანონმდებლობაში გაიწერება, რომ ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად სახელმწიფომ განათლებაში სულ მცირე ბიუჯეტის 25 პროცენტი უნდა დახარჯოს.

ამავე თემაზე:

მწვავე დიალოგი კომიტეტზე – იზრდება თუ არა სექტემბერში მასწავლებელთა ხელფასები, მინისტრის მოადგილემ არ იცის

2022 წელს განათლების სექტორის დაფინანსება 3 მილიარდს გადააჭარბებს და ყველა შემდგომ მთავრობას ექნება ვალდებულება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური