GE

რა საბუთები უნდა წარადგინოს სტუდენტმა სოციალური პროგრამის ფარგლებში გრანტის მოსაპოვებლად

ცნობილი გახდა 2018 წლისთვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში იმ სტუდენტების მიერ სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების მისაღებად წარსადგენი განცხადების ფორმა და დოკუმენტების ნუსხა, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე.

იხილეთ წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა და განაცხადის ფორმა ბაკალავრებისთვის

იხილეთ წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა და განაცხადის ფორმა მაგისტრებისთვის

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ განისაზღვრა კრიტერიუმები, რის საფუძველზეც  სტუდენტების გარკვეული ჯგუფი სოციალური პროგრამის ფარგლებში შეძლებენ გრანტის მიღებას. დაფინანსების მისაღებად, განცხადება თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, წარდგენილი უნდა იყოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ან შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში – საგანმანათლებლო რესურსცენტრში 2018 წლის 5 ოქტომბრის ჩათვლით. ხოლო მაგისტრებმა დაფინანსების მისაღებად განცხადება თანდართულ დოკუმენტებთან ერთად საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროში წარდგენილი უნდა იყოს 2018 წლის 19 ოქტომბრის ჩათვლით.

იხილეთ რომელი სტუდენტები მიიღებენ გრანტს სოციალური პროგრამის ფარგლებში – ვადები და პროცედურები

 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური