GE

რა სარგებელს მიიღებს მოსწავლე განათლების რეფორმით და რა უნდა ვიცოდე მის შესახებ – პასუხი მშობელს

მოსწავლის მშობლის მიერ 30 ნოემბერს განათლების რეფორმის განმახორციელებელთათვის დასმულ კითხვას- რა სარგებელს მიიღებს მოსწავლე განათლების რეფორმით და რა უნდა ვიცოდე რეფორმის შესახებ, ადრესატები პასუხობენ და კითხვის პასუხს რამდენიმე პუნქტად აყალიბებენ:

როგორც მოპასუხე განმარტავს, უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ განათლების რეფორმის შედეგად სკოლა უნდა იქცეს სივრცედ, სადაც ყველა მოსწავლე კომფორტულად და თვითრეალიზებულად იგრძნობს თავს. მათ ექნებათ სწავლის მაღალი შინაგანი მოტივაცია, ვინაიდან:

  • დაინახავენ, რომ სკოლაში მათ ცოდნას, მონდომებასა და გამოცდილებას აფასებენ;
  • გაცნობიერებული ექნებათ სასწავლო მასალის არსი და მნიშვნელობა;
  • დარწმუნებულები იქნებიან საკუთარ თავში, რომ მათ შეუძლიათ სასწავლო პროცესში არსებული ყველა გამოწვევასთან გამკლავება.

რეფორმების ჯგუფის განმარტებითვე, მოსწავლე მიიღებს ხარისხიან განათლებას. მას ექნება ფართო ერუდიცია და იმის შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა საგნობრივი მიმართულებით შეძლოს:

  • ინფორმაციის კრიტიკულად გააზრება (კრიტიკული აზროვნება);
  • ახალი მასალის შემოქმედებითად დამუშავება(შემოქმედებითობა);
  • თანაკლასელებთან და სასკოლო საზოგადოების სხვა წევრებთან თანამშრომლობა და გამართული კომინიკაცია სასწავლო ამოცანების, თუ ცხოვრებისეული პრობლემების გადასაჭრელად (კომუნიკაცია კოლაბორაცია);
  • გამართული კომუნიკაცია სასწავლო ამოცანის, თუ ცხოვრებისეული პრობლემების გადასაჭრელად (კომუნიკაცია)
  • ჩამოიყალიბოს მტკიცე ხასაითი და განივითაროს მსოფლმხედველობა (ხასიათი, მოქალაქეობა)

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც პასუხის ავტორი ყურადღებას ამახვილებს ისაა, რომ მოსწავლე ჩართული იქნება საინტერესო შემოქმედებით პროცესებში, რაც მას საშუალებას მისცემს სკოლაში შეიძინოს ბევრი მეგობარი და მიიღოს საინტერესო ცხოვრებისეული გამოცდილება.

“რაც შეეხება მშობლებს, მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ რეფორმის ფარგლებში ყველა რესურსი და ძალისხმევა იმისკენაა მამართული, რომ მათმა შვილებმა უფრო ხარისხიანი განათლება მიიღონ. ამ კეთილშობილი მიზნის რეალიზებისთვის საჭიროა პოზიტიური გარემო, სადაც რეფორმის ყველა მონაწილე ორიენტირებული იქნება პრობლემების სიღრმისეულად შესწავლაზე და საკუთარი ჩართულობით მათ გადაჭრაზე”, – განმარტავენ რეფორმების ჯგუფის წარმომადგენლები 30 ნოემბერს გამოქვეყნებულ პასუხში.

ასევე იხილეთ:

„თუ მასწავლებელს ეს გამორჩება, მშობელმა უნდა აცნობოს აუცილებლად“ – კომპლექსური დავალების გასათვალისწინებელი საკითხი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური