GE

რა შეცდომები არ უნდა დაუშვან 2021 წლის აბიტურიენტებმა რეგისტრაციისას

2021 წლის აბიტურიენტთა რეგისტრაცია რამდენიმე დღეში დასრულდება. ამ დროისთვის უმაღლესში სწავლის გაგრძელების სურვილი უკვე გამოთქვა ათასობით აბიტურიენტმა. მათი არაერთი კითხვიდან, რომელსაც EDU.ARIS.GE-ც იღებს, ჩანს, რომ აბიტურიენტები რეგისტრაციის პროცესში არაერთ შეცდომას უშვებენ.

შევეცდებით, მათი ნაწილი მაინც წარმოვადგინოთ, რაც აბიტურიენტებს დაეხმარება:

პირველი და მთავარი! – შენი მთავარი დამხმარეა აბიტურიენტის ცნობარი და მისი ყურადღებით, დეტალურად გაცნობა რეგისტრაციისთვის აუცილებელია.

მეორე და არანაკლებ მთავარი! ჯერ იხდი თანხას და შემდეგ რეგისტრირდები ელექტრონულად.

“ვეთანხმები რეგისტრაციის წესებს” – თუ ამ ველს არ მონიშნავ რეგისტრაციას ვეღარ გააგრძელებ.

შეცდომების ჩამონათვალი, რომელიც არ უნდა დაუშვათ:

  • აპლიკანტებს რეგისტრაცია ვერ მიჰყავთ ბოლომდე, რადგან არ კითხულობენ წესებს და შესაბამისად, ავიწყდებათ ბმულის მონიშვნა – გავეცანი და ვეთანხმები რეგისტრაციის წესებს;
  • რეგისტრაციის დასასრულებლად აუცილებელია აპლიკანტმა გამოიყენოს შენახვის ღილაკი. ამ ღილაკზე დაჭერის გარეშე რეგისტრაცია დასრულებულად არ ითვლება;
  • მომხმარებლის სახელში, ელფოსტის ნაცვლად, უთითებენ სახელს და გვარს;
  • იმ აბიტურიენტებს, რომლებიც სახელოვნებო ან სასპორტო პროგრამებზე აბარებენ, ავიწყდებათ შემოქმედებითი ტურის არჩევა;
  • პროგრამების კოდებს უთითებენ არასწორად;
  • გამოცდებში მონაწილეობის მსურველები ხშირად თანხის გადახდის გარეშე იწყებენ რეგისტრაციას;
  • საერთო სამაგისტრო პროგრამაზე შეცდომით ირჩევენ ტესტის ტიპს;
  • თანხის გადახდის დროს შეცდომით უთითებენ პირად ნომერს;
  • არასწორად რიცხავენ თანხას (მაგ.: ერთიანი ეროვნული გამოცდების ნაცვლად საერთო სამაგისტრო გამოცდაზე და სხვ.).

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური