GE

რა შემთხვევაში გადავა რეგიონის სკოლა საკლასო ოთახიდან ისევ დისტანციურ სწავლებაზე – განმარტება

საქართველოს ათ ქალაქსა და აჭარის რეგიონში დღეს სწავლა სრულად დისტანციურ რეჟიმში განახლდა. მეორე სემესტრი საკლასო ოთახებში დაიწყეს რეგიონის სკოლებმა, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ამის საჭიროება გამოიკვეთება, კონკრეტული სკოლა ისევ დისტანციურ სწავლებას დაუბრუნდება.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, ამისათვის სკოლის თაობაზე განათლების სამინისტროს ან თავად სკოლა მიმართავს, ან საგანამანათლებლო რესურსცენტრი.

„რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებსა და სოფლად არსებულ საჯარო სკოლებს, აქ სასწავლო პროცესი აღდგება საკლასო ოთახში, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ განათლების სამინისტროს მომართავს საგანმანათლებლო რესურს ცენტრი ან სკოლა, იქნება დასაბუთებული, რატომ უნდა გადავიდეს კონკრეტული სკოლა დისტანციურზე, სამინისტრო ამ შემთხვევაში მას გადაიყვანს დისტანციურ სწავლებაზე. სხვა შემთხვევაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება“, – განაცხადა დგებუაძემ.

„სკოლას შეუძლია პედაგოგებისთვის დაიქირაოს ტრანსპორტი, შეუძლია დაუფინანსოს მგზავრობა“ – მინისტრის მოადგილე

მისივე თქმით, სკოლები, სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება, მომზადებული არიან და ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაცია მათი მხრიდან შესრულებულია.

“18 იანვარს სასწავლო პროცესი დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის გამოყენებით დაიწყება დიდ ქალაქებში: – თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულში და გარდაბანში, სასწავლო პროცესი დაიწყება დისტანციურად. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო პროცესს ასევე გააგრძელებენ დისტანციურ რეჟიმში”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური