GE

რა შემთხვევაში ვერ მიიღებს აბიტურიენტი სახელმწიფო სასწავლო გრანტს

სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის წესის მიხედვით, აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე საშუალება აქვთ, გამოცდების შედეგებიდან გამომდინარე მოიპოვონ 100%-იანი, 70%-იანი და 50%- იანი სასწავლო გრანტები, თუმცა არსებობს შემთხვევები, როცა აბიტურიენტს არ შეუძლია სახელმწიფო დაფინანსების მოპოვება.

უფრო კონკრეტულად, სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის წესის მიხედვით, სახელმწიფო სასწავლო გრანტი არ გაიცემა:

  • იმ პირებზე, რომლებიც არააკრედიტებულ პროგრამებზე ჩაირიცხებიან;
  • იმ პირებზე, რომლებსაც სახელმწიფო სასწავლო გრანტი ერთხელ მიღებული აქვთ ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, (ქართულ ენაში მომზადების) საგანმანათლებლო პროგრამაზე;
  • იმ პირებზე, რომლებმაც ვერ გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი საგამოცდო ბარათში მითითებულ 4 გამოცდაში – ერთი არჩევითი და 3 სავალდებულო (აღნიშნული არ ეხება ქართულ ენაში მომზადების პროგრამას).

გრანტის მოპოვების პრინციპი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე – განმარტება აბიტურიენტებისთვის

პასუხი მომზადებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური