GE

რა თანხა დაიხარჯება ბაგა-ბაღების აღსაზრდელების კვებისთვის 2018 წელს თბილისში

თბილისის მერიამ დედაქალაქის მასშტაბით არსებულ საჯარო ბაღებში კვების უზრუნველყოფის მიზნით ტენდერი გამოაცხადა. საერთო ჯამში, 171 ბაღის 60 ათასზე მეტი აღსაზრდელის კვებისთვის მერია დაახლოებით 43 მილიონ ლარამდე დახარჯავს.

მერიას ტენდერი ორ ეტაპად აქვს გამოცხადებული, 1-ლი ეტაპი მოიცავს ორ სასწავლო სემესტრს. 2018 წლის 15 იანვრიდან -ივნისის თვის ბოლომდე და 2018 წლის სექტემბერიდან -22 დეკემბრამდე, საერთო ჯამში184 დღეს. მე-2 ეტაპი კი მხოლოდ ივლისის თვეს – წინასწარ განსაზღვრულ საზაფხულო ბაღებში, 2 ივლისიდან- 31 ივლისის ჩათვლით პერიოდს, სულ 22 დღეს.

გარდა ამისა, ტენდერში თბილისი ორ ნაწილადაა გაყოფილი, მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე მდებარე ბაღებად. მარცხენა სანაპიროზე მდებარე ბაღების ჯამში 44 884 აღსაზრდელისთვის მერიას ტენდერში საწყის თანხად დასახელებული აქვს 31 218 508 ლარი, ხოლო მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ბაღებში 15 979 აღსაზრდელის კვებას დაახლოებით 11 104 971 ლარი მოხმარდება. ამავე თანხაში საზაფხულო ბაღებში ჯამში 18 031 აღსაზრდელის კვების მომსახურებაცაა გათვალისწინებული.

ბაგა-ბაღებში კვების უზრუნველსაყოფად დღემდე გამარჯვებული კომპანია ბაღებს საკვებით 22 დეკემბრის ჩათვლით ამარაგებს, სწორედ ამან განაპირობა წელს არდადეგების ერთი კვირით ადრე გამოცხადება. ახალი კომპანია კი, რომელიც 21 დეკემბრის შემდეგ გახდება ცნობილი, ბაღების  საკვებით მომარაგებას 15 იანვრიდან დაიწყებს.

ზამთრის არდადეგები ბაღებში 25 დეკემბერს დაიწყება და 15 იანვრამდე გასტანს.

უსაჩუქრო ზეიმები – როდის მიიღებენ ბაგა–ბაღების აღსაზრდელები საჩუქრებს თოვლის ბაბუასგან

მოამზადა ქეთი გიგოლაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური