GE

რა უნდა გააკეთოს და რა არა პედაგოგმა ბულინგის დაფიქსირების შემთხვევაში

მასწავლებლის ფუნქციები მხოლოდ სილაბუსის, ჩვენს რეალობაში კი ეროვნული სასწავლო გეგმის შესრულებით არ ამოიწურება. მან უფრო მნიშვნელოვან მისიაზე, მოზარდის პიროვნებად ჩამოყალიბებაზეც უნდა იზრუნოს.

ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, სკოლაში ხშირია მოსწავლეებს შორის ბულინგის შემთხვევები. ასეთ დროს უმნიშვნელოვანესია მასწავლებლის როლი.

რა არ უნდა გააკეთოს პედაგოგმა ბულინგის დაფიქსირების შემდეგ:

ჩაურევლობა

სხვადასხვა კვლევები აჩვენებს, რომ თუკი მასწავლებელი აიგნორებს ბულინგს, ბავშვები თვლიან, რომ მათი საქციელი ნორმალურია და ამით არავინ არაფერს აშავებს.

ნულოვანი ტოლერანტობა

დაუშვებელია ბავშვების დასჯა ყოველგვარი ახსნა-განმარტებების მოსმენის გარეშე. სასჯელი არაა გარანტია იმისა, რომ ბულინგი კვლავ არ განმეორდება.

როგორ უნდა მოიქცეს პედაგოგი ასეთ დროს:

მეგობრული საუბარი

ბულინგის დაფიქირების შემთხვევაში მასწავლებელი მაშინვე უნდა ჩაერიოს  და მეგობრულად ესაუბროს მათ. მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ მასწავლებელი ყოველთვის მათ გვერდითაა და ენდობოდნენ მას.

ინფორმატორების დანიშვნა

მასწავლებელს შეუძლია მოსწავლეებს შორის იპოვოს მოხალისეები, რომლებიც მას კლასში მომხდარი უსიამოვნებების შესახებ საჯაროდ მიაწვდიან ინფომაციებს.

მშობლების ჩართულობა

აუცილებელია მასწავლებელმა მოძალადე და დაჩაგრული ბავშვების მშობლებს აცნობოს მომხდარის შესახებ და სთხოვოს მათ შესაბამისი რეაგირება მოახდინონ.

მასწავლებლის კრიტიკული დამოკიდებულება მოზარდის ფსიქიკას ანგრევს – ინტერვიუ ფსიქოლოგთან

მოსწავლესთან ხმამაღალი საუბარი ძალადობად არ უნდა განიხილებოდეს – მუხრან გულიაშვილი

2016 წლიდან მოსწავლეზე ფიზიკური ძალადობის მიზეზით 23 მასწავლებელი გათავისუფლდა – სამინისტრო

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

წყარო: edsys.in

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური